
„დიდებული სამუშაოა ბიჭებო, კარგად იმუშავეთ. ყველას გილოცავთ. მოსამზადებლად, ძალიან მცირე დრო გვგქონდა, რომ ერთად გვევარჯიშა. თუმცა, ჩვენ წარმოუდგენელი სამუშაო ჩავატარეთ. ყველამ 100% გააკეთა, ვინც ითამაშა და ვინც სკამზე იჯდა. ეს იყო გუნდური მუშაობის შედეგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ. სამწვრთნელო შტაბსაც უნდა ვუთხრათ მადლობა. დღეს ჩვენ გვიხარია, ვიცინით, ხვალ დილიდან კი, ჩვენი საქმე არის მომდევნო თამაშისთვის მოვემზადოთ. შემდეგი თამაში უდნდა მოვიგოთ და გავიდეთ გათამაშების შემდეგ ეტაპზე",- ეს იყო, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის მოკლე მიმართვა გუნდთან, რომელიც მან, 24 თებერვალს, დასრულებული მატჩის შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, თბილისის სპორტის სასახლეში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპოონატის შესარჩევი ჯგუფის, თებერვლის ფანჯრის პირველი მატჩში ჩრდ. მაკედონიის ნაკრებები 91-70 დაამარცხა.
25 თებერვლას, დილით კი, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრა. ჩვენი გუნდი, 27 თებერვალს, სკოპიეში ფიბა-ს თებერვლის სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში, ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს მეორედ დაუპირისპირდება.





ჩვენ








