
რომან აბრამოვიჩმა, საფეხბურთო კლუბი „ჩელსის" მართვის სადავეები, ამავე სახელწოდების საქველმოქმედო ფონდს გადასცა. რუსი ოლიგარქის ამ განცხადებას, „ჩელსის" ვებ-გვერდიც აცხადებს.
„ვფიქრობ, რომ ახლა ისინი საუკეთესო მდგომარეობაში არიან, რათა იზრუნონ კლუბის ინტერესებზე, მოთამაშეებზე, პერსონალსა და გულშემატკივარზე"- წერს აბრამოვიჩი.
მოგეხსენებათ, უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, აგრესორი ქვეყნისადმი გასატარებელ სანქციებზე დაიწყეს მსჯელობა. აბრამოვიჩიდან, „ჩელსის" ჩამორთმევის შესახებ, ლაპარაკი, სწორედ მაშინ გახდა აქტუალური. მიზეზი კი, აბრამოვიჩისა და კრემლის სიახლოვეა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ამ თხოვნით, დეპუტატებმაც მიმართეს.
აბრამოვიჩის მიერ კლუბის მართვის უფლებების ფინდისადმი გადაცემას, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, კლუბის ფანებს შორის. უმეტესი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის, მხოლოდ მანევრი შექმნილი ვითარებიდან და 1-2 წლის შემდეგ, ოლიგარქი თავის უფლებებს კლუბზე, კვლავ დაიბრუნებს.





ჩვენ








