IJF-მა პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა
IJF-მა პუტინს საპატიო პრეზიდენტის სტატუსი შეუჩერა
27.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, IJF-მა სხვა საერთაშორისო ფედერაციების მსგავსად, ოფიციალურად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუსეთის მიერ, უკრაინაში წარმოებულ ომზე.


„უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტიდან გამომდინარე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს, შეუჩერდა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსი", - ნათქვამია IJF-ის მოკლე განცხადებაში.


ამ მომენტში, IJF-ი არაფერს იძახის რა ბედი ელის, 2022 წლის კადეტთა ევროპის თასს, რომელიც, 2-3 აპრილს ტულაში უნდა გამართულიყო. თუმცა, ისევე როგორც 2022 წელს რუსეთში დაგეგმილ IJF-ის კალენდარში შეტანილ სხვა საერთაშორისო ტურნირებსაც (ორენბურგის, ევროპის თასი 14-15 მაისი, „ანატოლი ფახლინის თასი" 15-16 ივნისი, სანქტ-პეტერბურგი).