
ეს ანასტასია გოტფრიდია, უკრაინელი ძალოსანი ქალი, რომელიც წლებია საქართველოს ძალოსანთა ნაკრების სახელით ასპარეზობს და ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავს. საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენს, 90კგ წონით კატეგორიაში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და 2018 წლის ევროპის ჩემპიონს, დღეს უკრაინაში (ჩვენი ინფორმაციით კიევში), მცირეწლოვან შვილთან ერთად, რუსული აგრესიისგან თავდასაცავად ბუნკერში უწევს ყოფნა.
ფოტოს, რომელსაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს ჩანს, გოტფრიდი შვილთან ერთად, თავს როგორ აფარებს რუსულ ბომბებისგან თავდასაცავად. ბოლო შეჯიბრი, სადაც ანასტასიამ იასპარეზა, მას შემდეგ რაც წონითი კატეგორიები შეცვალეს და 89 წონით კატეგორიაში გამოვიდა, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატია. ორჭიდში მისი შედეგი 239 კგ იყო. სამწუხაროდ, მუხლის ტრავმამ, სპორტსმენს არ მისცა საშუალება, უკეთესი შედეგი ეჩვენებინა.

უკრაინაში, ლვოვში იმყოფება ანტო პლესნოი. უკრაინული წარმოშობის ქართველი ძალოსანი, რომელსაც 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშების უმაღლესი ხარისხის მედლამდე ცოტა დააკლდა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, სპორტსმენი ტრავმამ არ გაუშვა. 2021 წლის ევროპის ჩემპიონთან, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციიდან, მუდმივ კონტაქტზე არიან.
თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, მოხერხდება თუ არა საქართველოს ძალოსნობის ნაკრების წამყვანი სპორტსმენებისა და მათი ოჯახების საქართველოში გადმოყვანა,

სეოკ-ის ფოტო





ჩვენ








