
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად პოლონეთში, ვარშავის ღია პირველობას, ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ტურნირში, მონაწილეობა არ მიუღიათ უკრაინისა და რუსეთის ძიუდოისტებს. საერთაშორისო ტურნირის მონაწილე 32 ქვეყანაშ შორის იყო საქართველოდან წასული გუნდიც.
ქართველი ძიუდოისტები 5 წონით კატეგორიაში 8 სპორტსმენით იყვნენ წარმოდგენილები. საბოლოოდ კი, 2 ბრინჯაოსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს და საბოლოოდ არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მე-10 ადგილზე გავიდნენ.

დღეს, -90კგ წონით კატეგორიაში, ნიკა ხარაზიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. საპრიზო ადგილისთვის შეხვედრაში, ხარაზიშვილმა ავსტრიელ იოანეს პაჩერს ჯერ გაშვებული ვაზარი, ასევე ვაზარით გაუთანაბრა, ხოლო მოგვიანებით ულამაზეს იპონზეც დააგდო. ხარაზიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ 1/4 ფინალში ავასატე-იპონით დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში, ე.წ. „გოლდენ სქორში" აღებული ვაზარის წყალობით ბრინჯაოსთვის ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

-81კგ წონით კატეგორიაში, გიორგი შერაზადიშვილმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მედლისთვის შეხვედრაში მან ესპანელი მენდიოლა ვაზარით დაამარცხა. შერაზადიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველი ორი შეხვედრა იპონით მოიგო, თუმცა 1/4 ფინალში სამი შიდო მიიღო და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობის უფლება კი გიორგიმ მასპინძელი პაუელ დრჟიმალის დამარცხებით მოიპოვა, რომელსაც „გოლდენ სქორში" ვაზარით სძლია.

საერთო ჯამში, ვარშავის ღია პირველობის მეორე და დასკვნით საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში სამი ქართველი გავიდა. +100კგ წონით კატეგორიაში, ირაკლი დემეტრაშვილი ფინალში გავიდა და ოქროს მედლის მოპოვებას შეეცდა. თუმცა, გერმანელ სვენ ჰაინლესთან დამარცხდა და მხოლოდ ვერცხლის მედალი ერგო.

ერთი დღით ადრე, -73კგ წონით კატეფორიაში, გიორგი ტერაშვილი ვარშავის ღია პირველობის ფინალში იასპარეზა. 1/2 რფინალში მან ბრიტანელი პოუელი ვაზარით დაამარცხა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში მისი მეტოქე მასპინძელი ვიქტორ მროუჟინსკი იყო. სამწუხაროდ, ქართველი დამარცხდა და მხოლოდ ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა.
გუშინვე, ფინალურ ბლოკში იასპარეზა -60კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი. 1/2 ფინალში მარცხის შემდეგ, ჩვენიანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა საფრანგეთის წარმომადგენელ რომან ვალადიერთან წააგო.





ჩვენ








