ჩრდ. მაკედონიელებმა შემთხვევით საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს
ჩრდ. მაკედონიელებმა შემთხვევით საქართველოს ძველი ჰიმნი ჩართეს
28.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, სკოპიეში, მსოფლისო 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაცის მატჩის დაწყებამდე, ჩრდ. მაკედონიისა და საქართველოს ერვნულ ნაკრებთა შორის, მასპინძლებმა საქრთველოს ძველი ჰიმნი,  „დიდიება" ჩართეს. მოგვიანებით, ჩრდ. მაკედონიის კალათბურთის ფედერაციამ, ქართულ მხარეს, საქართველოს არასწორი ჰიმნის ჩართვის გამო საჯარო ბოდიში, წერილობით მოუხადა.


"ძვირფასო ქართველებო,


ჩრდილოეთ მაკედონიის კალათბურთის ფედერაცია გულწრფელ ბოდიშს გიხდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველოს საკვალიფიკაციო მატჩის წინ საქართველოს არასწორი ჰიმნის ჩართვის გამო.


გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ვიღებთ მტკიცე ვალდებულებას, გამოვასწოროთ ეს სიტუაცია.


ამ სამწუხარო შემთხვევამ მოგვცა მწარე გამოცდილება, რომლის შემდეგაც გადავდგამთ სასწრაფო და კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები" , - ნათქვამია მასპინძლების გავრცელებულ წერილში.