საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია 4 დღეში ორჯერ დაამარცხა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდ. მაკედონია 4 დღეში ორჯერ დაამარცხა
28.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 27 თებერვალს, სკოპიეში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის, მორიგი ჯგუფური შეხვედრა მოიგო და ამ გამარჯვებით, მეორე შესარჩევ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ვადაზე ადრე გაინაღდა. საქართველოს ნაკრებმა, ჩრდ. მაკედონია, ოთხ დღეში მეორედ დაამარცხა, ამჯერად 14-ქულიანი სხვაობით, 65-79

ჯგუფიდან, საიდანაც, მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გუნდი გადის, ჯერ-ჯერობით 4 თამაშიდან 3 მოგებითა და 1 მარცხით, ჩვენი ნაკრები პირველ ადგილზეა. თუმცა, ის გუნდი, ესპანეთის ნაკრები, რომელთანაც ჩვენ წავაგეთ, მეორე საფეხურზე, 3 მოგებით, მხოლოდ დროებითაა, ვინაიდან გუნდს, ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, უკრაინაში დაგეგმილი შეხვედრა ესპანეთთან, უვადოდ გადაიდო.


სკოპიეში, მოგებული შეხევდრის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა მოკლე კომენტარები გააკეთეს:



კახაბერ ჯინჭარაძე - პარკეტზე გაატარა 27:37 წუთი, აიღო 8 ქულა, თუმცა იბრძოლა, მოედნის ყველა მონაკვეთში და გუნდში, ერთ-ერთი საუკეთესო იყო.


„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, მნიშნელოვანი გამარჯვება. ვულოცავ, მთელს საქართველოს. გავედით, მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის შემდეგ რაუნდში. მეორე თამაში პირველისგან განსხვავდებოდა იმიტომ, რომ დაემატათ წამყვანი მოთამაშეები, მაგრამ შევძელით საბოლოო ჯამში, დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბოლო დღეების ვარჯიშების და თამაშების განმავლობაში, ძალიან დიდ მოტივაციას გვაძლევდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. იმედია, იქ მალე ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ჯინჭარაძე.




მერაბ ბოქოლიშვილი - პარკეტზე გაატარა 32:26 წუთი, დააგროვა 11 ქულა, თავი გამოიჩინა რამდენიმე საკვანძო მომენტში.


„როგორც ველოდებოდით, საკმაოდ რთული თამაში გამოვიდა. თბილისის მატჩთან შედარებით, ვიცოდით, რომ ბევრად უფრო ძლიერი გუნდი გველოდებოდა. ამიტომ, ჩვენც, უფრო მეტად მოვემზადეთ. ამ გამარჯვეით, მოვოიპოვეთ საგზური შემდეგი ჯგუფისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამით მოხარულები ვართ", - ამბობს ბოქოლიშვილი.




მიხეილ ბერიშვილი - პარკეტზე გაატარა 27:25 წუთი, დააგროვა 8 ქულა. თუმცა, მისი 2 ზუსტი 3-ქულიანი, მატჩის მსვლელობაში, სტრატეგიული მნიშვნელობის იყო.


„მაკედონიასთან დღევანდელი შეხვედრაში დაძაბული ბრძოლა იყო. ჩვენ ამას ველოდით და ვიცოდით, რომ მეორე თამაში, არ იქნებოდა ადვილი გასეირნება. თუ დავუკვირდებით, ამ შეხვედრაში იყო დაძაბული მომენტები. გარდატეხა, ბოლო, მე-4 პერიოდში შევიტანეთ და ამის ხარჯზე მოვიპოვეთ გამარჯვება", - ამბობს ბერიშვილი.


საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიას ზურუსი, რომელსაც ამ შეხვედრაში ძირითადი გუნდის თითქმის მთელი ბირთვი აკლდა და მხოლოდ, 3 ლეგიონერის, გიორგი შერმადინის, თად მაკფადენისა და დუდა სანაძის იმედად იყო, მთლიანად ენდო ეროვნულ საკალათბურთო სუპერლიგაში მოთამაშეებს და კვლავ, არ შემცდარა.




„პირველ რიგში მინდა ჩემი გუნდის მოთამაშეებს  და რა თქმა უნდა გუნდის სტაფს, რომელმაც დროის მცირე მონაკვეთში, უდიდესი სამუშაო ჩაატარა მივულოცო ეს გამარჯვება.  ჩვენ ის,  ქართველ ხალხს მივუძღვენით, ფანებს, რომლებიც წინა თამაშზე მოვიდნენ, ხალხს, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის. ეს იყო მნიშვნელოვანი ქვეყნის კალათბურთისთვის, რომელმაც მეორე ფანჯარაშივე მოახერხა კვალიფიკაცია და მოემზადება შემდეგი რაუნდისთვის. ბუნებრივია, ჩვენი სამუშაო არ არის დასრულებული, რადგან გვჭირდება კონცენტრაცია და მესამე ფანჯარაში დარჩენილ თამაშებში წარმატება. ჩვენ გვაკლდა რამდენიმე, მნიშვნელოვანი მოთამაშე, როგორებიცაა თოკო შენგელია, ბექა ბურჯანაძე. ისევე, როგორც ახლაგაზრდა მოთამაშე ალექს ფევაძე, რომელიც დაშავებულია. თუმცა, ყველა იმ კალათბურთელმა, რომელიც ამ ფანჯარაში გვყავდა, ჩადეს თავისი გული, რამეთუ მათ ითამაშეს შესანიშნავი დაცვა, რომელმაც მოგვცა შედეგი და ჩვენ შევძელით კვალიფიკაციის გავლა. კიდევ ერთი რამ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია - ჩვენ ყველას გვინდა ვთქვათ, რომ გაჩერდეს ეს ომი! ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაიღუპოს  უდანაშაულო ხალხი. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ევრო 2022-ის დროს, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ გვინდა, რომ ხალხი დაახლოვდეს ერთმანეთან, გაუზიაროს სიყვარული და არა ომი", - ამბობს ზუროსი.


საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, ჯგუფის ბოლო გასვლითი შეხვედრა უკრაინასთან აქვს, 1 ივლისს, თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გაიმართება მატჩი. ჯგუფის ბოლო თამაში, კი 4 ივლისს თბილისში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარდება.



ფოტო: @FIBA