
31 აგვისტოდან, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვება. მანამდე, ევრობასკეტის მთავარი ტროფეი ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობს. 12 აგვისტოდან, ფიბა-ს პროექტის „ტროფი ტურის" ფარგლებში თასი საქართველოშია. 14 აგვისტოს თასი „ფუნიკულიორს" ეწვია, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაცილების ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.
ილიას ზუროსის გუნდი 22 აგვისტოს საბერძნეთში გაემგზავრება, სადაც წარმომადგენლობით, „აკროპოლისის თასის" გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ, პირდაპირ ევრობასკეტზე გაემგზავრება - ისრაელში. ეს იქნება ზედიზედ მე-4 ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრები ითამაშებს.
ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 31 აგვისტოს ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, სულ კი ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩის ჩატარება მოუწევს. ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ლიტვის გარდა ისრაელს, უკრაინას, იტალიას და გერმანიას დაუპირისპირდება. ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი გადის. ფინალური ეტაპი სტამბოლში 9-17 სექტემბერს გაიმართება.






თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტოები





ჩვენ








