რუსეთი ძიუბას გზას გაუყენეს...
რუსეთი ძიუბას გზას გაუყენეს...
28.02.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფიფა და უეფა რუსულ საფეხბურთო საზოგადოებაზე ზეწოლას აძლიერებს. დღეს, უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ორი მნიშვნელოვანი განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც დღევანელო მოცემულობით, რუსეთს, მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოებიდან „იზოლაციაში" უშვებს. რამდენ ხანს გაიზიარებს რუსული საფეხბურთო საზოგადოება ძიუბას საყვარელ გართობას, ამ ეტაპზე რთულია საუბარი.


დღეს კი, ყველა რუსულ კლუბსა და ნაკრებს აეკრძალა ფიფა-სა და უეფა-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრებში მონაწილეობა, მომდევნო შეტყობინებამდე.


პირველადი გადაწყვეტილების კვალდაკვალ, რომელიც ფიფა-ს საბჭომ და უეფა-ს აღმასკომმა მიიღო და რომელიც დამატებითი ზომების მიღებას გულისხმობდა,  ორმა ორგანიზაციამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ყველა რუსული გუნდი, იქნება ეს ეროვნული ნაკრები თუ, საკლუბო გუნდი, ჩამოშორებულნი იქნებიან ორივე ორგანიზაციის ტურნირებს, მომდევნო შეტყობინებამდე.


ეს გადაწყვეტილებები ფიფა-მ და უეფა-მ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით მიიღებს. აღნიშნულ ორგანიზაციებში თვლიან, რომ საკითხთან მიმართებაში ერთსულოვნები არიან და ყველა დაზარალებულის მიმართ სოლიდარულები. ფიფა-სა და უეფა-ს პრეზიდენტები თვლიან, რომ ვითარება უკრაინაში, მალე გაუმჯობესდება, ფეხბურთი კი, შესაძლოა, ერთიანობისა და მშვიდობის ვექტორი გახდეს.


დღესვე, უეფა-მ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელიც, არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების პარალელურად. კერძოდ, უეფა-ს ოფიციალური გვედრი ავრცელებს განცხადებას, სადაც „გაზპრომთან" თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ ლაპარაკობს. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში, რაც ნიშნავს, რომ „გაზპრომი" ჩემპიონთა ლიგის, ევროვნილი ნაკრებებისა და ევრო 2024-ზე აღარ იქნება წარმოდგენილი.  


რამდენიმე საათით ადრე, ფიფა-მ  ოლიმპიური კომიტეტის შემდეგ, თუმცა, არა დოპინგის გამოყენების მიზეზით, არამედ, უკრაინის ტერიტორიაზე წარმოებული ომის გამო, რუსეთს აუკრძალა ჰიმნისა და დროშის გამოყენება. რუსეთის ეროვნულ ნაკრებს კი, „რუსეთის საფეხბურთო კავშირის ნაკრების" სახელით ასპარეზობის უფლება მისცა. თუმცა, უკვე მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნული ორგანიზაცია, დღეს, უეფა-სთან ერთობლივ გადაწყვეტილებას შეცვლის.