უკრაინული ქრონიკები - ჩვენი მეგობრები უკრაინადან
უკრაინული ქრონიკები - ჩვენი მეგობრები უკრაინადან
01.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2022 წლის 25 თებერვალს, ვერონიკა ლიტოვჩენკომ დედას უთხრა, „ეს არის ჩემი ყველაზე საშინელი დაბადების დღე!" -ო. ვერონიკა, მხოლოდ 8 წლის არის და „დინამო თბილისის" ყოფილი მეკარის სერგეი ლიტოვჩენკოს შვილია. ახლა, ვერონიკა და დედამისი, უკრაინაში ხარკოვში არიან. ქალაქში, რომელიც ინტენსიურად იბომბება.


„შეკრების შემდეგ, თურთქთიდან, მე წავედი ყაზახეთში და ჩემები დარჩნენ ხარკოვში. დღეს, საშინელოს სროლებია იქ. ვცდილობ, რამენაირად ისინი გამოვიყანი იმ ზონიდან საზღვარგარეთ. ტანკები არიან ქალაქში. საცხოვრებელ სახლებს ესვრიან. მოედანზე განთავსდნენ დღეს. ყველანაირად ვცდილო, რომ უცხოეთში გადავიყვანო", - მეუბნება სერგეი ლიტოვჩენკო, რომელიც ანჟამად ყაზახური „მაკტრაალის" შემადგენლობაშია.


უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, ხარკოვის დაბომბვებს 20 ადამიანი შეეწირა. იმავე, წყაროებზე დაყრდნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის ბომბებს 300-ზე მეტი შვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 14 ბავშვი ემსხვერპლა. 300 ათასზე მეტი მოსახლე კი უკვე ლტოლვილია.


უკრანაში დარჩა ოჯახი, „დინამო თბილისის" კიდევ ერთ ყოფილ უკრაინელ ლეგიონერს, დმიტრი ივანისენიას.


„მე თავად სამარაში ვარ. მე აქ არაფერი მემუქრება, მთავარია, დროზე მორჩეს ყველაფერი!!! ოჯახს რაც შეეხება ის უკრაინაშია. ახლა ვიცი, რომ კარგად არიან. მადლობა შეწუხებისთვის და მადლობა, თბილისში მიმდინარე მიტინგებისთვის", - ამბობს „დინამო თბილისი", ყოფილი უკრაინელი ნახევარმცველი.


გუშინ, ჩვენ გაცნობეთ, საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრი ქალის ანასტასია გოტფრიდის მდგომარეობის შესახებ. უკრაინაში იმყოფება ჩვენი ძალოსნობის ნაკრების კიდევ ერთი წევრი, ტოკიოს 2022 წლის ოლიმპიური თამაშების ბრიჯაოს მედალოსანი, კაცი, რომელმაც 2021 წელს, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა, ანტონ პლესნოი.


თბილისში მოახერხა ჩამოსვლა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღეს ოდესაში იმყოფებოდა.


უკრაინაში იმყოფება საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი კაპიტანი ტატა მატვეევა, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქის, კრივოი-როგის ქალთა გუნდში, „კრივბასში" თამაშობს და რამდენიმე დღეში უკრაინის ქალთა შემპიონატის მატჩში უნდა ეთამაშა.