FIS-ი თავის წევრ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაბლოკვის შესახებ
FIS-ი თავის წევრ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას რუსი და ბელარუსი სპორტსმენების დაბლოკვის შესახებ
02.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) დღეს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის რეკომენდაციის შესახებ იმსჯელა. თემა რუსეთისა და ბელარუსი სპორტსმენების მიმართ გასატარებელი სანქციაა - არ დაუშვან, ამ ქვეყნის წარმომადგენლები, ამა თუ იმ, ფედერაციის ეგიდით გამართულ შეჯიბრებზე.

„გლობალური სპორტული შეჯიბრებისას სამართლიანობის დასაცავად და მასში მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, სოკ-ის აღმასკომი, საერთაშორისო ფედერაციებსა და სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორებს, აძლევს რეკომენდაციას არ მოიწვიონ და არ მისცენ უფლება რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები და ოფიციალურ პირები, საერთაშორისო შეჯიბრებზე". 


შესაბამისად, FIS-მა გაითვალისწინა სოკ-ის რეკომენდაცია და აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით გამართულ არც ერთ ტურნირზე, რომელიც 2021-2022 წლების სეზონში გაიმართება, რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები, მონაწილეობას არ მიიღებენ.


FIS-ის საბჭოსთვის არაა მარტივი, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს, რომ ორგანიზაციის წესდებაში ჩაწერილია, რომ „FIS-ი ვალდებულია თავისი საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საფუძველზე აწარმოოს" და ეს აღნიშნული ორგანიზაციის 140-წევრ ქვეყანას აქვს აღიარებული.


სათხილამურო ფედერაციამ „დასჯილი" ფედერაციების ხელმძღვანელობებს მიმართა თხოვნით, გვერდში დაუდგნენ იმ სპორტსმენებს, რომლებიც აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, სახლში ბრუნდებიან. ამასთან, FIS-მა გამოთქვა იმედი, რომ ომი უკრაინაში, მალე დასრულდება და საერთაშორისო სპორტული საზოგადოება გამოჯანმრთელებას დაიწყებს.


ამას გარდა, FIS-ი უკრაინის სათხილამურო ფედერაციის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ფინანსურ, ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. ის, დაეხმარება უკრაინელ სპორტსმენებს, ვიდრე ისინი სახლებში მშვიდობიანად არ დაბრუნდებიან.




FIS-ის ამ გადაწყვეტილების ფონზე, ერთ-ერთი პირველის შეჯიბრი, 3-6 მარტს ბაკურიანში ტარდება. ქართული კურორტი, მსოფლიო თასი საკვალიფიაციო ეტაპებს, ფრისკისა და სნოუბორდ სლოუფსტაილში უმასპინძლებს.


საქრთველოს სათხილამურო ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ყველაზე წარმატებული სპორტსმენები უკვე, საქრთველოში არიან და მეორე დღეა, „დიდველზე" ვარჯიშობენ.


უცხოელ მოთხილამურეებთან და სნოუბორდერებთან ერთად, ვარჯიშობენ ქართველი სპორტსმენებიც - ბუთა ელოშვილი, ლუკა ჩოფიკაშვილი და ჯაბა სხვედიანი სლოუფსტაილის შეჯიბრებისთვის ემზადებიან.


ბაკურიანის ტურნირის ერთ-ერთი განაცხადი