
დღეს, პეკინში, „ჩიტის ბუდეში", 2022 წლის პარალიმპიური ზამთრის თამაშები დაიწყო. თამაშებში მონაწილე 49 ქვეყნის ათლეტი, მედლების 78 კომპლექტს, 6 სახეობაში გათამაშებს. თამაშებში, საქართველო, მხოლოდ ერთი სპორტსმენით, თემურ დადიანით იქნება წარმოდგენილი თხილამურებით კროსში.
![]() |
![]() |
მიუხედავად იმისა, რომ პეკინში, სხვა პარალიმპიელებთან ერთად ჩავიდნენ რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები, მათ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პეკინის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება, ბოლო მომენტში არ მისცა. ამას გარდა, თამაშებში მონაწილე ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა, რუსებისა და ბელარუსების წინააღმდეგ უბრალოდ, არ ისურვეს ასპარეზობა.
თავის მხრივ, საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტი (IPC), იმის გამო რომ არ გაითვალისწინა საერაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება და პარალიმპიურ თამაშებზე მაინც მისცა რუსებსა და ბელარუსებს მონაწილეობის უფლება. კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს. თუმცა, მათ ეს საკუთარი ქვეყნების დროშისა და ჰიმნის გარეშე უნდა გაეკეთებინათ.
რუსებთან და ბელარუსებთან ერთად თამაშებში მონაწილეობის გაპროტესტებას, სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან, IPC-ის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონისიც ადასტურებს. IPC-დან მათი მოთხოვნების არშესრულების შემთხვევაში, თამაშები ბოკოტითა და ჩაშლით დაემუქრნენ.

მოგვიანებით, თამაშების გახსნის ცერემონიაზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა, თომას ბახიმა განაცხადა, რომ სოკ-ი, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთი და უკრაინა, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმდებიან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რუსეთისთვის და ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას, ამ ეტაპზე არ განიხილავს.
„საკითხი ღიად რჩება. ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და მოვიქცევით მოვლენათა განვითარების შესაბამისად. პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ოლიმპიური ზავის დარღვევაში. არც რუსი ხალხი, არც სპორტსმენები, არც რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ამაზე პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებს ბახი.
თომას ბახი შექმნილ ვითარებას აფასებს როგორც „ძალიან რთულს" და დასძენს, რომ აკრძალვა არ არის მიმართული უშუალოდ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ, რომელიც შეჭრაზე არ არის პასუხისმგებელი.
შეგახსენებთ, რომ IOC-მა 28 თებერვალს სპორტულ ორგანიზაციებს საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსი და ბელარუსი სპორტსმენების და ოფიციალური პირების ჩამოშორების რეკომენდაციებით მიმართა, რაც შემდგომში საერთაშორისო ფედერაციებმა გაითვალისწინეს კიდეც.





ჩვენ










