
ეროვნული ლიგის მეორე ტური, ვერ გამოდგა ისეთი უხვგოლიანი, როგორც პირველი თუმცა, ინტრიგა და დაძაბულობა არც ამ ტურს აკლდა. ყველა მეტი ყურადღება კი, ელიგის მეორე ტურში, ბათუმზე იყო მიპყრობილი, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო", საქართველოს ყველაზე ტიტულოვან, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ვიცე-ჩემპიონის რანგში მყოფ „დინამო თბილისს" ხვდებოდა.
„დინამო" ბთ - „დინამო თბილისი" 3-0 (მატჩის სტატისტიკა)
მატჩის შემდგომ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, თუმცა, პირველ ტაიმშიც სტუმრებს, ბურთის ფლობის მხრივ მცირედი, მაგრამ უპირატესობა ჰქონდათ 48% - 52%. კარის ბიმართულებით კი, მხოლოდ პირველ ტაიმში, მასპინძლებმა 4-ჯერ დაარტყეს, აქედან 3 კარის ჩარჩოში, საიდანაც 2 გოლად გადაიქცა. ორივე გოლი ჯოვინო ფლამარიონის ანგარიშზეა. თბილისელებმა კი, შეხვედრის ამ მონაკვეთში, მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ლაზარე კუპატაძის კარის მიმართულებით. მატჩის შემდეგ, თბილისელთა მთავარი მწრთნელი პირველ ტაიმის შეფასებისას იტყვის, რომ იყო „კატასტროფულად ცუდი" - გუნდმა წააგო ყველა ორთაბძოლა, შუშაი წააგეს ყოველი მეორე ბურთი... თუმცა, სურათი ძირითადად, არც მეორე ტაიმში შეცვლილა. თუ არ ჩავთლით, მომენტს როდესაც, ლაზარე კუპატაძემ იხსნა ბათუმელთა კარი და კიდევ იმ გარემოებას, რომ შეხვედრის ამ მონაკვეთში, თბილისელებმა, კარის ჩარჩოში 4-ჯერ დაარტყეს. ბათუმის „დინამომ" კი, მეორე ტაიმში, მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარის ჩარჩოში - ჯოვინო ფლამარიონისა და ირაკლი ბიძინაშვილის მინი-შოუს შემდეგ, „დინამო თბილისის" კარში, მესამე გოლი გავიდა.

„გაგრა" - „საბურთალო" 1-0 (მატჩის სტატისტიკა)
ტური კი, თბილისში, „დინამო არენაზე" დაიწყო, „გაგრასა" და „საბურთალოს" დაპირისპირებით. აღსანიშნავია, რომ მატჩის საწყის წუთებზე მოპოვებული სათამაშო უპირატესობა, „საბურთალომ" ნელ-ნელა გაანიავა და „გაგრამ" თამაშის გათანაბრება მოახერხა. თუმცა, არც გოლი გადიოდა და არც კარის ჩაიჩოში დარტმებით იწუხებდნენ გუნდები დიდა თავს. თამაში ძირითადად ცენტრში ვითარდებოდა. თუმცა, გაგრელებმა პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მოახერხეს გოლის გატანა. ულამაზესი თაური დარტყმით, გოლი ლუკა ნოზაძემ გაიტანა. პირველი ტაიმის სცენარით გაგრძელდა შეხვერის მეორე ნახევარიც, თუმცა, იქ, გოლი აღარ გასულა.

მატჩის სრული ალბომი
„ტორპედო" - „დილა" 1-0 (მატჩის სტატისტიკა)
კოკისპირულ წვიმაში ითამაშეს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედომ" და გორის „დილამ". პირველ ტურში, „დინამო თბილისთან" განცდილი მარცხის შემდეგ, გია ცეცაძემ, მოახერხა გუნდის „მოქოქვა" და ეს, მართალიან, მინიმალურ ანგარიშში, მაგრამ უფრო თამაშის ხარისხში გამოსახა. ამ დღეს, ტორპედოელები აშკარად კარგად გამოიყურებოდნენ. შესაძლოა, ეს განწყობა მატჩის, სტარტზე გატანილი გოლის დამსახურებაცაა. ლევან მჭედლიძის გონივრული თამაშის შემდეგ, ანგარიში მე-5 წუთზე, ირაკლი ბიუღიძემ გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მეტი გოლი, ამ შეხვედრაში აღარ გასულა, ქუთაისელებს გარჯას ვერ დავუკარგავთ. პირველ თამაშთან შედარებით, უკეთ გამოიყურებოდა გიორგი პაპუნაშვილიც, რომელსაც გასულ სეზოში სათამაშო პრაქტიკა დააკლდა და ახლა, „პაპუნას" ამოქოქვა სჭირდება.

„სიონი" - „თელავი" 0-2 (მატჩის სტატისტიკა)
მეორე გასვლითი მატჩი ითამაშა და მეორე შეხვედრა მოიგო „თელავმა". თბილისში, პირველ ტურში, „ლოკომოტივის" დამარცხების შემდეგ, კახელებმა ბოლნისში, „სიონიც" მიაყოლეს. მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, გიორგი დარასელიას გუნდმა, გოლი 47-ე წუთზე გაუშვა. შეცვლაზე შემოსული დავით მუჯირის გადაცემით, ანგარიში ასევე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კვერნაძემ გახსნა. კიდევ ერთ გოლში, რომელიც 68-ე წუთზე ლაშა ქოჩლაძემ გაიტანა, გოირგი კვერნაძეც მონაწილეობდა. ახლა, „თელავი" 2 ტურის შემდეგ, ბათუმის „დინამოსთან" ერთად 6 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს. „სიონი" კი, ბოლო ადგილზეა და მე-3 ტურში, თბილისში, „დინამო არენაზე" უწევს თამაში. სხვათა შორის, ამ მატჩამდე, „სიონს" მშობლიურ სტადიონზე, 9 შეხვერდა არ ჰქონდა წაგებული.

„სამგურალი" - „ლოკომოტივი" 3-1 (მატჩის სტატისტიკა)
თბილისურ კლუბში, 2021 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენების შემდეგ, „ლოკო", მეორე ტურია ვერ „დალაგდა". მიუხედავად იმისა, რომ 38-ე წუთზე, უკვე სტაჟიანმა ლოკომოტიველი ბექა დარცმელიას გადაცემით, შოთა შეყილაძემ ანგარიშის გახსნა მოახერხა, ეს იყო, ამ დღეს, თბილისური კლუბის მაქსიმუმი. მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე კი, „სამგურალმა" თამაშის შემობრუნებაც მოახერხა, დაწინაურებაც და საბოლოოდ მოგებაც. 73-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ 11-მეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 78-ზე კი, დემურ ჩიხლაძემ წყალტუბოელთა წინ გაყვანა მოახერხა. შეხვედრის მიწურულს, 86-ე წუთზე, რუხაძემ დუბლი გაიფორმა და ამით, „ლოკომოტიველებს" თამაშის გადარჩენისა იმედი გადაუჭრა.

გათამაშების კალენდარი
სატურნირო ცხრილი
სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს, „ტორპედოს", „თელავისა" და „სამგურალის" ფოტოები





ჩვენ








