ერთი ოქრო პრაღის ღია პირველობაზე
ერთი ოქრო პრაღის ღია პირველობაზე
06.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ორ დღეს, 5 და 6 მარტს მიმდინარეობდა ჩეხეთში პრაღის ღია პირველობა, სადაც საქართველო, ქალ ძიუდოისტთა ნაკრებით იყო წარმოდგენილი. IJF-ის ეგიდით გამართულ პირველ ტურნირზე, რომელშიც რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები, აკრძალვის შემდეგ, არ მონაწილეობდნენ, მათ გარეშე კი, 42 ქვეყნის 500-ზე მეტი ძიუდოისტი ასპარეზობდა, 11-მა ქვეყანა მედლის გარეშე დაასრულა გამოსვლა. საქართველომ კი, ამ ჩამონათვალში, მაშინ როდესაც, მამაკათა თანრიგში არავინ გვყავდა, ერთი ბრინჯაოს მედლის მოპოვება მაინც მოახერხა. ბრინჯაოს მედალი მძიმე წონასანი სოფიო სომხიშვილის ანგარიშზეა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონი სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში, იპონით დაამარცხა სლოვაკი ურსკა ტორკარი, მაგრამ მეოთხედფინალში სამი გაფრთხილებით წააგო ხორვატ ივანა მარანიჩთან და მედლისთვის ბრძოლა, რეპეშაჟიდან გააგრძელა. ქართველმა მძიმეწონოსანმა ბრინჯაოს ნახევარფინალში, იპონით დაამარცხა იტალიელი ასია ტავანო, უშუალოდ, მედლის მოსაგებად  კი, წმინდა გამარჯვება მოიპოვა გერმანელ ელიზაბეტ ფლუგბეილთან.


ტურნირზე წარმატებით,ასპარეზობა, კიდევ სამმა ქართველმა გოგონა დაიწყო, მარიამ ჯანაშვილმა, ეთერ ასკილაშვილმა და მარიამ ჭანტურიამ, თუმცა, მეორე ორთაბრძოლები, ჩვენებმა, სამწუხაროდ, დათმეს.


საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრები აღნიშნულ ტურნიზე 10 სპორტსმენით, ყველა წონით კატეგორიაში იყო წარმოდგენილი.


-48კგ ნატალია ყიფშიძე

-52კგ მარიამ ჯანაშვილი  -57კგ ნინო ლოლაძე, მზია ბებოშვილი

-63კგ ეთერ ასკილაშვილი, ინდირა სილაგაძე

-70კგ ნინო გულბანი

-78კგ მარიამ ჭანტურია

+78კგ  სოფო სომხიშვილი, სალომე მაქიაშვილი


ტურნირის სრული ოქმი