რევანშისთვის მზადყოფნაში მყოფი კაკაბა
რევანშისთვის მზადყოფნაში მყოფი კაკაბა
22.03.2018
ავტორი:

ვიდრე ქართული და ესპანური საფეხბურთ საზოგადოება მსჯელობს, ჩასათვლელი იყო, თუ არა გოლი, „კორდობას" კარში გატანილი გოლი, ტარაგონას „"ხიმნასტიკის" ქართველი მარჯვენა მცველი რამდენიმე დღეა, თბილისში, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს.

„მოახლოებულ მატჩებში დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხს. რა შეცდომებიც დავუშვით შესარჩევზე,  ჯგუფურ ეტაპზე, მათ გამოსწორებას შევეცდებით. იყო ისეთი მომენტები, რაც გამოსასწორებელია. ამიტომ, ყველაზე დიდი ყურადღება სწორედ ამას დაეთმობა" - ამბობს ოთარ კაკაბაძე.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 19 მარტიდან, „ერთა ლიგის" გათამაშებისთვის ემზადება.  ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშეს, დღეს, თბილისში, სასტუმრო „ჰუალინგში" საღამოს ვარჯიშზე წასვლამდე შევდხვდით.  ოთარ კაკაბაძემ TSFF.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შესწევს ძალა, რომ ჯგუფში, რომელშიც წილისყრის შედეგად მოხვდა, პირველ ნომრად ითამაშოს.

„ერთა ლიგის" ჯგუფში, ჩვენს მეტოქეებს რაც შეეხება, ისეთი დონის გუნდებია, რომ მათთან თამაში არ უნდა გაგვიჭირდეს. თუმცა მანამდე, ძალიან მნიშვნელოვანია ლიტვასთან და ესტონეთთან გავიმარჯვოთ. გახსოვთ, ესტონეთთან ანგარიშით 3-0 გვაქვს წაგებული. ამიტომ, იმედი მაქვს, რევანშს ავუღებთ და მინიმუმ 4-0 მაინც მოვუგებთ",- ამბობს ოთარ კაკაბაძე.

საქართველოსა და ლიტვის  ეროვნული ნაკრებების შეხვედრა, შაბათს, 24 მარტს თბილისში, მიხეილ მესხის სტაიონზე ჩატარდება და 19:00 დაიწყება. თამაშზე დასწრება თავისუფალია.


მასალა მოამზადა ნინი ვაშაკიძემ