
6 მარტს თბილისში, „მარაკანაზე" რიგით მეორე მედია-ტურნირი გაიმართა ტექბოლში. ტურნირში, რომელიც თავდაპირველად, იანვარში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო, „უკოვიდობას" არც ამჯერად უჩიოდა. თუმცა, ამ ჯერზე, მედია ტექბოლოს ორგანიზატორებმა, თბილისის სპორტული ფილმების ფესტივალმა (TSFF.Ge) და საქართველოს ტექბოლის ფედერაციამ მისი ჩატარება მაინც მოახერხეს. ტურნირს, ფინანსური მხარდაჭერა თბილისის მერიამ გაუწია. მიუხედავად ქარიანი დღისა, მედია ტექბოლოს მონაწილეებს გამაგრილებელი სასმელებით „ნატახტარის" ლიმონათი გაუმასპინძლდა.
ტურნირში, ტექბოლის ფედერაციის პრეს-სამსახურის გუნდმა გაიმარჯვა. თუმცა, შეჯიბრის მიმდინარეობისას, ქართული მედიის წარმომადგენლებს, სპორტის ამ სახეობის წესებსაც, გზადაგზა სწორედ ისინი უხსნიდნენ. მე-2 ადგილზე ევრონიუს ჯორჯიასა და სპორტილი ვებ-პორტალის გოლ.ჯი-ს გუნდი გავიდა. მესამე ადგილი კი, ამჯერად, პოსტ ტვ-ს გუნდს ერგო.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
აღსანიშნავია, რომ ტურნირის ორგანიზატორების სურვილი იყო, ტექბოლის დახმარებით, ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის, ქართველი ქალი ფეხბურთელები გაეცნო. სხვათა შორის, ტექბოლში დაახლოებით 2 ათეული ქალი ფეხბურთელია რეგისტრირებული. ამჯერად კი, ტურნირის მონაწილე გუნდებს, ქალთა საფეხბურთო კლუბის „კვარტალის", საქართველოს ქალთა ასაკობრივი ნაკრებების წევრებიც შეუერთდნენ. მონაწილეთა შორი იყო, საქართველოს ეროვნული ნაკრებების ქომაგთა ვებ-პორტალის გუნდიც.
გამარჯვებულ გუნდს, მედია ტექბოლის თასი, საპრიზო სამეულის წარმომადგენლებს კი, მედლები და დიპლომები გადაეცათ. მონაწილეთა ნაწილს გადაეცა საგანგებო პრიზებიც, რომელიც სფფ-მ დააწესა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ტურნირის საპრიზო სამეულისთვის და ორი გამორჩეული მოთამაშისთვის დაწესებული იყო საპრიზო ვაუჩერებიც, 1 ადგილი - 1000 ლარის მოცულობის, 2 ადგილი - 800 ლარი, 3 ადგილი -500 ლარი, ასევე 100-100 ლარიანი ვაუჩერი გამორჩეული მოთამაშეებისთვის. აღნიშნული ვაუჩერებით, ტურნირის მონაწილეთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, მედია ტექბოლოს ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა, უკრაინელი კოლეგებისთვის, სპორტული ჟურნალისტებისთვის შეიძინეს პროდუქცია, რომელსაც უახლოეს ხანში, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით, ადრესატს მიაწვდიან.
![]() |
![]() |





ჩვენ


















