თოკო შენგელია კარიერას იტალიაში აგრძელებს
თოკო შენგელია კარიერას იტალიაში აგრძელებს
07.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ბოლონიას „ვირტუსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა, დღევანდელი დღის ბოლოს გამოაქვეყნა სტატია, სადაც კლუბსა და ქართველ კალათბურთელ, თორნიკე შენგელიას შორის, 2022 წლის 30 ივნისამდე გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ამცნობს კლუბის ქომაგებს. ჩვენი ნაკრების კაპიტანი, კარიერას იტალიაში აგრძელებს.

კლუბის გენერალური დირექტორი, ლუკა ბარალდი, კლუბის პრეზიდენტს, ამ „შენაძენის" გამო, მადლობას უხდის. „თოკო, კლუბის ტექნიკურ შესაძლებლობებსაც გაზრდის და თანაც, გუნდის შემადგენლობას, როგორც ეროვნულ ჩემპიონატზე, ასევე საერთაშორისო სარბიელზე გამოცდილებას შემატებს".


Virtus Segafredo Bologna მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ოფიციალურად მიესალმება დიდ ოჯახში, თორნიკე შენგელიას გამოჩენას.


„შენგელიას სხვა გუნდებიც იწვევდნენ, მაგარამ მან საბოლოოდ ჩვენთან თამაში მოისურვა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კლუბის მზარდ ავტორიტეტს საერთშორისო დონეზე", - ამბობს ბარალდი.


„ვირტუს ბოლონია" ულებ-ის ევროთასზე გამოდის. 13 ტურის შემდეგ ბოლონიელებს 7 მოგება აქვთ. იტალიის სერია „ა"-ში კი, „ვირტუსი" 16 მოგებითა და 3 მარცხით, „მილანის" შემდეგ, მეორე ადგილზეა.


შეგახსენებთ, რომ 2009-12 წლებში ბოლონიის „ვირტუსში" ვიქტორ სანიკიძე თამაშობდა და  ბოლონიური გუნდის ლიდერიც იყო.


იტალიის ერთ-ერთი წამყვან კლუბს, უახლოესი მატჩი, საშინაო ჩემპიონატზე 13 მარტს უწევს. ევროთასზე კი, უფრო ადრე, 9 მარტს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ამ შეხვედრების მონაწილე, საქართველოს ნაკრების კაპიტანი.



ფოტო: © virtus.it