
ფიფა-ს მორიგი გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უეფა-სთან და სხვადსხვა სტეიკჰოლდერებთან კონსულტაციბის შემდეგ მიიღო. უკრაინაში, რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც ყოველდღიურად მძიმდება და ჰუმანიტარული კრიზისის ელფერს იძენს, დროებით, სატრანსფერო პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანოს. შესაბამისად RSTP-ის ფარგლებში ამოქმედდება მე-7 დანართი, რომელიც გახდება „დროებითი წესი, ვითარების გამონაკლისობის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომით არის გამოწვეული".
ფიფა-მ შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: უკრაინის ვითარებასთან დაკავშირებით, იმისთვის რომ მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა, მოახერხონ მუშაობა და მიიღონ ხელფასი, ასევე, უკრაინული კლუბების დასაცავად, თუკი, მხარეები ხელშეკრულების პირობების თაობაზე პირდაპირი წესით ვერ მოილაპარაკებენ, ყველა შრომით ხელშეკრულება უცხოელ მოთამაშეებთან და კლუბებთან იქნება დაკავშირებული უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან და ჩაითვლებიან ავტომატურად შეჩერებულად, უკრაინაში, საფეხბურთო სეზონის ბოლომდე (2022 წლის 30 ივნისი).
უცხოელი მოთამაშეებისა და მწვრთნელების რუსეთიდან გამგზავრების შემთხვევაში, თუკი, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციაში შემავალი კლუბები, ვერ მივლენ შეთანხმებამდე წასვლის მოსურნე ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, 2022 წლის 10 მარტამდე ან ამ თარიღის ბოლომდე, და თუკი, არ იარსებებს სხვა სახის შეთანხმება წერილობით, უცხოელ მოთამაშეებსა და მწვრთნელებს, უფლება ექნებათ, ცალმხრივად შეაჩერონ საკუთარი შრომითი ხელშეკრულებები.
ამ ახალი დანართის მიხედვით, მოთამაშეები და მწვრთნელების კონტრაქტები იქნება „გაწყვეტილი" 2022 წლის 30 ივნისამდე და შესაბამისად, მათ სხვა კლუბებთან კონტრაქტების გაფორმების საშუალება ეძლევათ.
იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უფრო მოქნილი იყოს, მოთამაშები, რომლებიც უკრაინისა და რუსეთის ფედერაციებში არიან დარეგისტრირებულები და რომლებმაც დატოვეს, ან აპირებენ დატოვონ, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები, ფიფა-მ უფლება მისცა, მათ ახალ კლუბებთან, იმ შემთხვევაშიც კი, გააფორმონ ახალი კონტრაქტი, თუკი, იქ სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. თუმცა, აქვე ფიფა აკონკრეტებს თარიღს, კერძოდ 2022 წლის 7 აპრილს, როდესაც ესა თუ ის ფეხბურთელი ახალ კლუბში უნდა დარეგისტრირდეს. ამასთან, ახალ კლუბებს, ასეთი დასამატებელი ფეხბურთელების რიცხვიც შეზღუდული აქვთ და მხოლოდ, ორი მოთამაშით განისაზღვრა.
ბუნებრივია, ამ ვითარებიდან გამომდინარე, საინტერესოა, რა ბედი ელით რუსეთში მოთამაშე ქართველებს - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თავად სპორტსმენები, თუმცა, მანამდე, მათი აგენტები.





ჩვენ








