
პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან სამივე ხარისხის ჯილდო დაისაკუთრა.
ჩემპიონობა იზეიმა გიორგი შოთაძემ (63 კგ), რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი ზია ბაბაშოვი 3-0 დაამარცხა.
დავით სოლოღაშვილი (77 კგ) ფინელი, პოლონელი და თურქი მეტოქეების გზიდან ჩამოშორების შემდეგ, მეოთხე და გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ხასაი ჰასანლის შეხვდა, წმინდად დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო.
მძიმე წონაში მედლის მოპოვების შანსი წარმატებით გამოიყენა გიორგი ცოფურაშვილმა (130 კგ), რომელმაც რეპეშაჟის ფინალში პოლონელ ტომაშ იაჩეკ ვავრინჩჟიკს ბოლოს აღებული ქულის უპირატესობით მოუგო და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
საქართველოს ნაკრებს მედლები გარანტირებული აქვს კიდევ 5 წონაში. ხვალინდელ შეხვედრებში მხოლოდ ის რჩება გასარკვევი, მედლები ოქროსი იქნება თუ ვერცხლისა. ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), ბექა გურული (82 კგ) და გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) ფინალში არიან.





ჩვენ








