
ჩინეთში მიმდინარე პეკინის 2022 წლის ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე დღეს, ასპარეზობა ქართველმა პარალიმპიელმა თემო დადიანმა დაწიყო. 900 მეტრზე ეტლით თხილამურებით სრიალში, სპრინტის დისციპლინაში, ქართველმა პარაათლეტმა ასპარეზობა 35-ე ადგილზე დაასრულა.
„დავასრულე სპრინტის საკვალიფიკაციო გამოსვლა (900 მ) დრო 3,04 წუთი, ადგილი 35-ე. ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელზე მეტიც არის ეს შედეგი, ვაგრძელებთ ვარჯიშებს უკეთესი შედეგისთვის! წინ საშუალო დისტანციის (10 000 მ) შეჯიბრი გვაქვს. მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და კეთილი სურვილებისთვის! მხოლოდ ერთად გავიმარჯვებთ!" - წერს, თემო დადიანი საკუთარ სოციალურ ქსელში.
მომდევნო შეჯიბრი ქართველ პარაათლეტს 12 მარტს აქვს.
თემო, ყოფილი სამხედროა. ავღანეთის ომში, 2011 წელს, ნაღმზე აფეთქების შედეგად მან, ქვედა კიდურები დაკარგა. სპორტულ სარბიელზე, გამოსვლა 2017 წლიდან დაიწყო, პოლონეთში, საწვრთნელ ბანაკში. ამავე წელს, მკლავჭდში შშმ პირთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატზებზე ის საპრიზო სამეულში ახერხებს შესვლას. თუმცა, მანამდე, მან 2014 წელს მსოფლიო რეკორდი დაამყარა - 38,25 წამში შეასრულა 36 ამპუტირებული აზიდვა. ერთი წლის შემდეგ, 2015 წელს კი, საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და 38,25 წამში 37 ამპუტირებული აზიდვა შეასრულა.
ამჯერად კი, მკლავჭიდში, შშმ პირთა შორის ევროპის ჩემპიონატის 2018 და 2019 წლების გამარჯვებული ახალი გამოწვევბის წინაშე დგას და თავის დამკვიდრებას, ზამთრის სახეობებშიც ცდილობს.
ფოტო: (c)gettyimages





ჩვენ








