
საქართველოს ფეხბურთელთა ახალაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მე-2 გამარჯვება იზეიმა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, ლუკა ზარანდიას გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით, ქართველმა 21-წლამდელებმა ჯგუფში, მეორე გამარჯვება იზეიმეს და სატურნირო ცხრილში დანიისა და პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრებების შემდეგ, 7 ქულით მესამე ადგილზე გადმოინაცვლეს.
„ფარერებთან გასვლაზე წაგებული თამაშის შემდეგ, აუცილებელი იყო რევანშის მოპოვება. ფარერები სუსტი გუნდია და იმ მარცხის უფლებაც კი არ გვქონდა, რომელიც პირველი თამაშის დროს განვიცადეთ. ახლა მითუმეტეს, საკუთარ კედლებში გამარჯვება აუცილებელი იყო. კარგია და სასიხარულო, რომ ეს მოვახერხეთ. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა უფრო დამაჯერებელი ბურთების სხვაობით მოგვეგო, მაგრამ წინ კიდევ გვაქვს თამაშები და შანსი, ჯგუფიდან გავიდეთ ჯერ კიდევ გვაქვს. პირველი, დანიასთან აუცილებლად მოსაგები თამაში გვექვნება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშე.

გია ცეცაძემ ოფიციალური სადებიუტო მატჩი 5-2-3 ფორმულით დაიწყო. შესაბამისად მატჩის პირველ ტაიმში, ფარერების ფეხბურთელები, საქართველოს 21-წლამდელთა კარისკენ თითქმის არც კი წასულან, თუ არ ჩავთვლით პირველი ტაიმის მიწურულს საქართველოს კართან შექმნილ სახიფათო მომენტს, რომელიც საბოლოოდ კუთხურით დასრულდა. დაცვაზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული სტუმართა გუნდის მთავარ მწვრთნელსაც. თუმცა, ის, რომ თამაში ძირითადად მინდვრის ცენტში მიდიოდა, ამის დამსახურება სულაც არ იყო. ბურთის ფლობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები კარში, თითქმის არ არტყამდა.
„დღევანდელ შეხვედრას ერთადერთი შეფასება აქვს. უნდა მოგვეგო და მოვიგეთ. თამაშის ხარისხს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის იდეალური იყო. მგონია, რომ მოწინააღმდეგე გუნდს, ჩვენმა ფეხბურთელებმა ძალიან მაგრად აჯობეს. გუნდთან ერთად, ერთი კვირაა გვიწევს მუშაობა, ვდგამთ თამაშს. ჩვენი მოთხოვნა ვარჯიშებზეც და თამაშის დროსაც არის ერთი, ყველა მოქმედება იყოს შეგნებული. შეძლებისდგავარად, ისინიც ცდილობენ ამის გაკეთებას. თამაშის დროს ეს, ცოტა რთულად გამოდის. ეს, 3 დღეში, ასე მარტივად არ კეთდება. ფარერებთან, დღეს წაგების უფლება არ გვქონდა. რა დროც არ უნდა გავიდეს, როგორც არ უნდა განვითარდეს ფეხბურთი მსოფლიოში, ფარერებს, ყოველთვის უნდა ვაჯობოთ", - ამბობს გია ცეცაძე.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ფეხბურთელთა 21-წლამდე ნაკრებმა, ფარერის კუნძულებზე პირველი შეხვედრა ყველასათვის მოულოდნელად 3-1 წააგო. ფაქტიურად, ამ მარცხის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების ჯგუფიდან გასვლის შანსი „აიწონა-დაიწონაზე" დაიდო და დღემდე, თეორიულ შანსად რჩება, რომელსაც დიდ მონდომებასთან ერთად, სხვა დამოუკიდებელ თამაშებში ნაჩვენებ შედეგებში გამართლებაც უნდა. თუმცა, თეორიული შანსები არის. არის ნაკრების მთავარი მწვრთნელის საბრძოლო განწყობაც, რაც აუცილებლად, გუნდასც უნდა გადაედოს. ახლა, მთავარია დარჩენილ შეხვედრებში, მაქსიმალური ქულების აღება შევძლოთ.
„ახლა, ის თამაში რაც ამ ბიჭებმა წააგეს ფარერებზე, იყო შემთხვევითობა. ასე მგონია და ამ შედეგის დიდი ნაწილი, არის გია გეგუჩაძისა და გია ჭიაბრიშვილის დამსახურება. ის თამაშიც მოგებული იყო ჩემის აზრით, უბრალოდ რაღაც შეცდომები დავუშვით. ჩვენი ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან და იქიდან გამომდინარე. დღეს, ეს მატჩი, კიდევ მოსაგები იყო და მოვიგეთ, მეტი არაფერი სათქმელი არ არის. სასწაული არ მოგვიხდენია. ჯობდა რომ ბევრი გოლი გაგვეტანა, ნახეთ უამრავი მომენტი იყო. მაგრამ არის რაღაც ფსიქოლოგიური ფატქორები, როდესაც ფეხბურთელებს პასუხისმგებლობა დიდი აქვთ, ამის გაკეთება, ცოტა უფრო რთულია. ის თამაში, რომ 6-0 მოეგოთ და ჰქონოდათ ასე დამთავრების შესაძლებლობა, ეს უფრო მეტით დამთავრდებოდა" - ამბობს, გია ცეცაძე.

ბუნებრივია, ფარერებზე წაგებული თამაში, მარტო გეგუჩაძე-ჭიაბრიშვილის მარცხი არაა, რადგან თუ ფეხბურთელმა მოედანზე, არ ითამაშა, ვერც გია ცეცაძე გავა და დაარტყამს კარში. ბურთის აბსოლუტური ფლობის მიუხედავად, კი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა, პირველ ტაიმში რეალურად კარის მიმართულებით 2-ჯერ დაარტყა. ერთხელ გიორგი არაბიძის სტანდარტულის მერე ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს. მეორედ კი მე-40 წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან აკაკი შულაიას გადაცემის შემდეგ თამაზ ცეცხლაძის დარტყმული ძელმა აისხლიტა.
„პირველ ტაიმში ბურთის ფლობა ჩვენი იყო და ვცდილობდით შეგვეტია. რამდენიმე სახიფათო მომენტიც შევქმენით, მაგრამ რეალიზება ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმს რაც შეეხება, პირველისგან განსხვავებით სხვა თამაში წავიდა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე გოლის გატანა, რომ შევძელით, ეს ალბათ, ამ ფაქტორმაც განაპირობა. სიმართლე, რომ გითხრა საკუთარ თამაშზეც იგივე შემიძლია ვთქვა, იყო განსხვავებული ტაიმები. თუმცა, საერთო ჯამში, თამაშიდან გამომდინარე, გვეკუთვნოდა გამარჯვება და მოვიგეთ კიდეც", - ამბობს აკაკი შულაია.

მართლაც, პირველი ტაიმისთან შედარებით, რადიკაურად განსხვავებული იყო მეორე ტაიმი. მატჩის ამ მონაკვეთში, ქართველმა ფეხბურთელებმა კარის ჩარჩოს მიმართულებითაც უმატეს დარტყმებს თუმცა ერთი გოლზე მეტის გატანა დღეს ვერ მოახერხეს. ასეა თუ ისე, არც თუ ხარისხინაი თამაშით, გია ცეცაძის გუნდმა მატჩი შედეგიანად ჩაამთავრა და სატურნირო ცხრილში, მეტად საჭირო ქულები ჩაიწერა.
ახლა, მომდევნო თამაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს 27 მარტს, ასევე გორში დანიის 21-წლამდე ნაკრებთან აქვს სათამაშო. ნაკრებთან, რომელთანაც 2017 წელს, 6 ოქტომბერს გასვლაზე 5-2 წავაგეთ, ჩვენს ჯგუფში, სატურნირო ცხრილს 12 ქულით ლიდერობს. გვაქვს თუ არა შანსები დანიასთან, ფარერების შემდეგ ცეცაძე ასე გვაპსუხობს: „დანიასთან, რომ ვითამაშებთ მერე ვილაპარაკოთ. დღეს ეს თამაში, იყო აუცილებლად მოსაგები. სხვა შედეგს არც განვიხილავდით, არც ფრეს და არც წაგებას. ასე ფიქრობდნენ, პირველ რიგში ფეხბურთელები. უბრალოდ, თამაშის პროცესში, არის გარდამტეხი მომენტები", - ამბობს გია ცეცაძე.

და ბოლოს, კითხვა, რომელიც გორში, ფარერებთან მიღწეული გამარჯვების მიუხედავად, ალბათ, ქართველი ქომაგების დიდ ნაწილს თავიდან არ ამსოდის. ვთამაშობთ, ვქმნით მომენტებს და რა გვაკლია (ალბათ, არა მხოლოდ ამ ასაკობრივში)?
„რა თქმა უნდა, ფარერებს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ამ გუნდს რაც აქვს საერთაშორისო დონის, არის განწყობა. აი, როგორც გერმანელები გადიან თამაშზე და ფრანგები, ისე გამოდიან ფარერებიც. ეს არის ის აქტიობა, რაც თქვენ დღეს დაინახეთ. ეს არც ჩვენ გვაკლია. შეატყეთ ვინმემ? მაგრამ წინააღმდეგობა გაგვიწიეს, აუტებით იყო ეს, თუ სტანდარტულებით"- ამბობს გია ცეცაძე.

ქართველ 21-წლადელთა ახალი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ფეხბურთში, რომელიც საკმაოდ დაიხვეწა და ყველა ცდილობს თავისი მიმართულებით წავიდეს, საქართველოს ნაკრებიც მოძებნის იმ ნიშას, რომელი მიმართულებითაც, საბოლოოდ, ჩვენი გუნდი გააგრძელებს გზას. ცეცაძე ამბობს, რომ ეს ადრე თუ გვიან გამოვა. თუმცა, „ადრე თუ გვიან"-ობამდე, 27 მარტს, გორში, „თენგის ბურჯანძეზე" 17:00-ზე, დანიასთან მეტად პრინციპული მატჩი გველის, სადაც ხარისხზე მეტად, მთავარი, ალბათ შედეგი და 3 ქულა იქნება.
მატჩის სტატისტიკა და სატურნირო ცხრილიt






ჩვენ








