Bene Sport-ი გაგნიძესა და წულუკიძეს საქართველოში აბრუნებს
Bene Sport-ი გაგნიძესა და წულუკიძეს საქართველოში აბრუნებს
09.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ლუკა გაგნიძემ და ლუკა წულუკიძემ რუსული „ურალი" დატოვეს, ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ, Bene Sport-ის ოფიციალური სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია.

ფეხბურთელების აგენტი, ირაკლი ლილუაშვილი, მათ მომავალს ევროპული კლუბების რიგებში ხედავს და მიიჩნევს, რომ რუსულ კუბში მიღებული გამოცდილება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს, აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ნიჭი და პოტენციალი უკვე ევროპულ სარბიელზე წარმოაჩინონ.


„ამ მომენტისთვის მიჭირს იმის თქმა, თუ რომელ კლუბებში წავლენ ფეხბურთელები. უფრო ევროპისკენ ვიყურებით. ქართულ კლუბებს, ამ ეტაპზე, შემადგენლობები დაკომპლექტებული აქვთ. რუსულ კლუბებთან, ჩვენი ბიჭების წამოსვლასთან დაკავშირებით, პრობლემები არ შეგვქმნია. ჩვენ დავაფიქსირეთ, რონ „ჩვენ, უნდა წავიდეთ". საერთოდ კი, პრობლემა, როგორ არ არის ეს, სერიოზული პრობლემაა. თუმცა, ამ ეტაპზე, მოვახერხეთ ამ რეგულაციის საჩვენოდ გამოყენება", - ამბობს ირაკლი ლილუაშვილი, ქართველი ფეხბურთელების აგენტი.


რეგულაცია კი, გამოვიყენეთ, თუმცა, რა იქნება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ, შეგახსენებთ, რომ სწორედ, ამ ვადამდე შეაჩერა ფიფა-მ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერების კონტრაქტები, ჯერჯერობით უცნობია. შეაჩერა და არა გააუქმა, რადგან საქართველოში, ბევრმა ჩათვალა, რომ ფორსმაჟორისა და ფიფა-ს გადაწყვეტილების გამო რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს, მარტივად შეეძლებათ თავი აარიდონ ვალდებულებებს.


„ფეხბურთელებს, თუ აღარ მოუნდებათ უკან დაბრუნება, მათი ეს გადაწყვეტილება უნდა კლუბს შევუთანხმოთ. ის, რომ არ ჩახვიდე, სამომავლოდ შესაძლოა გაწელილ სასამართლო დავაში გადაიზარდოს, სადაც შესაძლოა არც გაგამართლონ", - ამბობს ლილუაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, 6 ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს. ლუკა გაგნიძისა და ლუკა წულუკიძის გარდა, რუსეთში თამაშობენ ჯიმი ტაბიძე („უფა"), ზურიკო დავითაშვილი („არსენალი"), გია გრიგალავა („ხიმკი") და რაც ყველაზე მეტად ადარდებს სრულიად საქართველოს  ხვიჩა კვარაცხელიაა. TSFF.Ge-სთვის ცნობილი ხდება, რომ „რუბინის" ქართველი ლეგიონერი, მზადაა რუსეთიდან გამოსამგზავრებლად, თუმცა, მანამდე რამდენიმე ფორმალობა აქვს დასაზუსტებელი.


რაც შეეხებათ ლუკა გაგნიძესა და ლუკა წულუკიძეს, ისინი საქართველოში, რამდენიმე დღეში იქნებიან.