პირველი მედლები ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატიდან
პირველი მედლები ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატიდან
12.03.2022
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

პლოვდივში მიმდინარე 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან სამი მედალი ჩვენმა ფალავნებმა დაისაკუთრეს.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე უკეთ გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) იასპარეზა, რომელმაც ფინალამდე იოლად გაიკვალა გზა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხი ნარეკ არუთუნიანი  6-5 დაამარცხა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.


ასევე ფინალებში იასპარეზეს გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ) და ევსემ შველიძემ (79 კგ). გეგელაშვილი ბოლო აღებული ქულის უპირატესობით დამარცხდა გერმანელ ჰორსტ ჯასტინ  ლერთან - 2-2. ფინალი ასევე დათმო შველიძემ, რომელიც ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდთან 9-16 დამარცხდა.