ეროვნულ ლიგაში სამი ტურის შემდეგ, ჯერ ფრე შედეგი არ დაფიქსირებულა
ეროვნულ ლიგაში სამი ტურის შემდეგ, ჯერ ფრე შედეგი არ დაფიქსირებულა
09.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეროვნული ლიგის კალენდარში ამინდი ჩაერია. შეხვედრა, რომელიც დღეს, 9 მარტს, თელავში, „კავკასიონ არენაზე" უნდა გამართულიყო, ადგილობრი „თელავსა" და წყალტუბოს „სამგურალს" შორის, დიდი თოვლის გამო გადაიდო. თუ, როდისთვის, ამ მომენტისთვის უცნობია. შეხვედრა სავარაუდოდ, სანაკრებო ფანჯრის დროს, რომელიც მარტის ბოლოს არის დაგეგმილი გაიმართება. თუმცა, ამისდა მიუხედავად, „თელავი", ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშებაზე, ორი ტურის შემდეგ, ორი მოგებითა და 6 ქულით, ლიდერთა შორის რჩება. მესამე ტურის შეხვედრები 8 და 9 მარტს გაიმართა.


***

„დილა" - „დინამო" ბთ 2-1


ლიდერობას კი, გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე" მარცხის მიუხედავად, ბათუმის „დინამო"ინარჩუნებს. როგორც ჩანს, გია გეგუჩაძის შეგირდებმა, მთელი ძალები, მე-2 ტურში, პრინციპულ მეტოქესთან, „დინამო თბილისთან" დახარჯეს და შესაბამისად, „დილას" წინააღმდეგ სათამაშოდაც ცოტა არეულები გამოვიდნენ.  სწორედ, ამ მატჩით დაიწყო, ეროვნული ლიგის მე-3 ტური.



მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და თავდაპირველად, ტერიტორიულ უპირატესობასაც ფლობდნენ, გორელებმა, ნელ-ნელა მოახერხეს თამაშის გათანაბრება. ალბათ, ის გოლიც, რომელიც მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძელთა კარში, თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანა, უფრო გორელთა მეკარის ერთ-ერთი შეცდომის ბრალი იყო და აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკური. ალბათ, ისევე ლოგიკური, თამაშიდან გამომდინარე როგორც, ონორე გომისის გოლი, რომელმაც გორელები თამაშში დააბრუნა. ამის შემდეგ, უკრაინელი ანდრი დემჩენკოს გუნდმა, სრულად მოახერხა მობილიზება და კიდევ ერთი გოლის გატანა, მატჩის მიწურულს. შეცვლაზე შემოსულმა თამაზ მაქაცარიამ, 83-ე წუთზე, ბათუმელთა კარი მეორედ აიღო. დარჩენილი დრო კი, ბათუმელებს, ქულის გადასარჩენადაც აღარ ეყოთ. შესაბამისად, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, 2022 წლის სეზონზე, პირველი ქულები, გორში დაკარგა. „დილამ" კი, პირველი მოგება ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ბათუმის „დინამოს" გორში, 2017 წელს მოგებული ბოლო შეხვერდის შემდეგ, არც ამჯერად გაუმართლა.


„საბურთალო" - „ტორპედო" 2-0


3 ტურის შემდეგ, 6 ქულა აქვს თბილისის „საბურთალოსაც", რომელმაც წინა ტურში, „გაგრასთან" განცდილი მარცხი, მალევე დაივიწყა და მესამე ტურში, ლევან კორღალიძის გუნდი, მინდორზე მობილიზებული გამოვიდა. თბილისელები, საწყისი წუთებიდან დაეუფლნენ უპირატესობას და მატჩის ბედიც, პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. იური ტაბატაძემ 37-ე წუთზე საჯარიმოს გარედან აიღო ტორპედოელთა კარი. თუმცა, არა როინ კვასხვაძის შეცდომის გარეშე.  კიდევ ოთხ წუთში, კვლავ კვასხვაძის უხეირო თამაშს, ტორპედოელა კარში მეორე გოლი მოჰყვა. ამჯერად, 41-ე წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა.


სხვათა შორის, „ტორპედოს" მარცხი, მეორე თბილისურ გუნდთან, იმერეთის მთავარ ქალაქში არაერთმნიშვნელოვნად მიიღეს. ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს ხანში, „ტორპედოს" ქომაგები, კლუბის ხელმღძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავენ.




მესამე ტურის ამ დაპირისპირებისას კი, რომელიც თბილისში, „მიხეილ მესხზე" გაიმართა, მსაჯთა ბრიგადაში, ერთი ქალი, ხათუნა მაისურაძეც იყო.


„დინამო თბილისი" - „სიონი" 1-0


„დინამო თბილისი" მესამე ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. კოკისპირულ წვიმაში, რაც სხვათა შორის ამ გუნდების თბილისური მატჩების დროს, არც თუ იშვიათიბაა, დინამოელებმა, ძლიერთა შორის დაბრუნებულ „სიონს" გოლი, მხოლოდ შეხვედრის მეორე ნახევარში გაუტანეს. თავი დინამოელთა ახალწვეულებმა გამოიჩინეს - უსმანე კამარას გადაცემით, გოლი, ბელარუსმა დმიტრი ანტილევსკიმ გაიტანა. „დინამო თბილისმა" კი, ბათუმში წაგებული შეხვედრის შემდეგ, ჩვენის აზრით, ფსიქოლოგიურად საჭირო გამარჯვება უფრო მოიპოვა, ვიდრე, 3 ქულა, რომელიც სატურნირო მდგომარეობისთვის, არანაკლებ საჭირო იყო.




„ლოკომოტივი" - „გაგრა" 0-2


კიდევ ერთი კლუბი, რომელიც დედაქალაქს წარმოადგენს საქართველოს ჩემპიონატზე ვერა და ვერ დალაგდა. ბოლნისის „სიონთან" ერთად, სწორედ, „ლოკომოტივია" ის გუნდი, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში, სამი ტურის შემდეგ, ჯერ ქულა არ აუღია. „გაგრა" კი, 6 ქულით, ამ მომენტისთვის, მე-4 საფეხურზეა და ამასთან ეს ქულები, სწორედ თბილისურ კლუბებთან აქვს აღებული.


თუ, „საბურთალოსთან" მატჩში, გაგრელებს, გოლის გასატანად მთელი ტაიმი დასჭირდათ, ამჯერად, მათე ვაწაძემ, რომელმაც წინა შეხვედრისგან განსხვავებით „ლოკომოტივთან" მატჩში, ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში, ანგარიშის გახსნა მე-8 წუთზევე მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის საწყის ტაიმში, ბურთის ფლობის მხრივ, სწორედ „ლოკომოტივი" ფლობდა უპირატესობას, მეორე გოლი, კვლავ მათე ვაწაძემ გაიტანა და საკუთარი გუნდი, ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა შესვენებაზე. თითქმის ანალოგიურად წარიმართა მეორე ტაიმიც. სანახაობრივი თვალსაზრისით არც თუ  ცუდი მატჩი, სადაც ოდნავ უკეთესად „გაგრა" გამოიყურებოდა, შავიზღვისპირელებმა, 3 ქულის აღება კიდევ, ერთხელ მოახერხეს.




სატურნირო ცხრილი

თამაშების კალენდარი


სამი ტურის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში, ჯერ ფრედ მატჩი არ დამთავრებულა. 6-6 ქულა, ამ მომენტისთვის, 6 გუნდს აქვს, 3 ქულა ორს, ორს კი, არცერთი.



ფოტოები:  სკ „თელავი", სკ „ტორპედო", სკ „დინამო თბილისი", სკ „გაგრა"