ფუტსალის ლიგა გრძელდება - ორი წრის შემდეგ „ტატიშვილი“ პირველია
ფუტსალის ლიგა გრძელდება - ორი წრის შემდეგ „ტატიშვილი“ პირველია
23.03.2018
ავტორი:


23 მარტს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ, ფუტსალის ლიგის მეორე წრის, დასკვნით XIV ტურის შეხვედრებს უმასპინძლა.

ტურის სასატარტო დაპირისპირებაში, აგორას არ გასჭირვებია მართვეს დამარცხება. ქუთათურებმა, მხოლოდ შეხვედრის პირველ ტაიმში გაუწიეს მეტოქეს წინააღმდეგობა, საბოლოოდ კი ყველაფერი „არასტუმარმასპინძლური" სცენარით განვითარდა - 12:4 აგორას სასარგებლოდ. გამარჯვებულთა რიგებში ოთხი გატანილი გოლით გამოირჩა, ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, გიგა დანელია, რომელიც 21 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას.

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

გიგა  დანელია, აგორა: „შეხვედრის  პირველი  ნახევარი  შედარებით  უფრო  დაძაბული  იყო,  ბურთს  ვაკონტროლებდით, თუმცა   მართვეს  მოთამაშეებმა 2  გოლის  გატანა  მაინც  მოახერხეს. საბოლოოდ   აქტიური  შეტევის  წყალობით გავტეხეთ  მეტოქე  და  სასურველი სამი  ქულა   მოვიპოვეთ.  რაც  შეეხება  ჩემს  ბომბარდირობას,  მიხარია  რომ ვეხმარები  ჩემს   გუნდს, თუმცა  არ  აქვს  მნიშვნელობა  მოვიპოვებ  თუ არა აღნიშნულ ტიტულს."

 

დამაჯერებელად შეძლო მორიგი სამი ქულის მოპოვება ტატიშვილმა. მიუხედავად ტრადიციული საკადრო პრობლემებისა, „მედიკოსებმა" იოლად შეძლეს აფხაზეთის დამარცხება - 5:0 რითიც ორი წრის შემდეგ, ერთპიროვნულად ლიდერობენ სატურნირო ცხრილში.

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

ბექა  ონიანი,  ტატიშვილი: „ მართალია  აფხაზეთი  არ  არის  ლიდერებს  შორის,  მაგრამ  ვიცოდით, რომ   მარტივი  თამაში  არ იქნებოდა, რადგან  სამი  ფეხბურთელი გვაკლდა,  პირველი ტაიმის   შემდეგ  ტრამვის  გამო  გამოგვაკლდა ერთ-ერთი ლიდერი გიორგი  სილაგავა,   შესაბამისად  ცოტანი ვიყავით.   თუმცა  გავიმარჯვეთ,  მეორე  წრე  დავასრულეთ  პირველი  ადგილით რაც  ჩემთვის  ძალიან  სასიხარულოა.  რეგულარული ჩემპიონატის  პირველ  ადგილზე  დასრულება   ამ  ეტაპზე  ითვლება   ჩვენი გუნდის   მთავარ  მიზნად.


საკმაოდ საინტერესო გამოდგა მოქმედი ჩემპიონის სტუ-თელასისა და მესამე ადგილოსნის, თბილისის დაპირისპირება, რომელიც საბოლოოდ „ენერგეტიკოსების" გამარჯვებით 3:0 დასრულდა. მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა თელასის კარის დარაჯმა, ჯაბა ჯამბურიამ, რომლის დიდი დამსახურებაცაა, რომ ასათიანის შეგირდებმა კარის მშრალად შენახვა შეძლეს.

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

ალექსანდრე  ჯამბურია, თელასი: „ მთელმა გუნდმა  ძალიან  კარგად  ითამაშა,  მიუხედავად  იმისა  რომ  ვიგებდით  და  ანგარიში  3:0  იყო მობილიზებულები  ვიყავით.   მეორე  წრის  ბოლო  თამაში  იყო და  რაც  შეიძლება დიდი  სხვაობა  უნდა  გვქონოდა   ბსუ-სთან, რადგან ძალიან  მოგვიახლოვდა სატურნირო ცხრილში. მესამე  წრისთვის შეიძლება  გაძლიერდეს  გუნდი, რაც  ძალიან  დაგვეხმარება, ურთიერთ შეხვედრაში  გადავწყვითოთ   ბსუ-სთან  ყველაფერი."

 

რაც შეეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, კოლხი-გულრიფში, ოთხეულისთვის მებრძოლს ბსუ-ს დაუპირისპირდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე 6:1 დაამარცხა. თუ ამ მოგებით „კოლხებმა" თითქმის გაინაღდეს პლეი-ოფში თამაში, „სტუდენტებისთვის" მიზნის მიღწევა მნიშვნელოვნად გართულდა.

მატჩის  შემდგომი  კომენტარი:

ამირან  ცხომარია, კოლხი: „ჩვენთვის ამ თამაშს  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა,  რადგან  ბათუმი  პლეი-ოფისთვის  იბრძვის. ჩვენი  ერთერთი  მთავარი  კონკურენტია. ძალიან  კარგი  გუნდია,  რასაც  ამტკიცებენ  ჩემპიონატში. ვიცოდით რომ  მძიმე  თამაში  იქნებოდა.  ვინმეს  არ  ეგონოს, რომ  6:1  მიუხედავად  ადვილი თამაში მოვიგეთ,  ამ  მოგებით  ძალიან  დიდი  ნაბიჯი  გადავდგით  პლეი-ოფისკენ. გოლს  თუ  არ  გაიტან   თამაშს ვერ  მოიგებ, ჩვენ  შევძელით  რეალიზება   მომენტების  და  აისახა  კიდეც   ანგარიშზე. მინდა  ავღნიშნო ჩვენი  მეკარე, რომელიც  ძალიან  გამოცდილი  და  ძლიერი  მოთამაშეა, რაც  აისახება კიდეც გუნდზე."

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა XIII ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, აგორას ფეხბურთელი, გიორგი ჩიმაკაძე გახდა.

 

23.03.2018.ფუტსალის ლიგა. XIV ტური (ოლიმპიური სასახლე)  

აგორა -  მართვე (ქუთ) 12:4 (3:2)

გოლები: 04:36' დანელია (1:0), 06:42' ჩიმაკაძე (2:0), 11:05' ესაიაშვილი (2:1), 15:46' ჩიმაკაძე (3:1), 17:21' ბერეჩიკიძე (3:2), 24:30' დანელია (4:2), 27:04' ბობოხიძე (5:2), 27:18' გიორგაია (6:2), 28:20' დანელია (7:2), 30:20' ხაჭაპურიძე (7:3), 31:02' ლეჟავა (8:3), 31:58' ბერეჩიკიძე (8:4), 33:01' კობაიძე (9:4), 33:59' დანელია (10:4), 37:06' ბობოხიძე (11:4), 40:00' დაჩანიძე (12:4)

 

ტატიშვილი - აფხაზეთი 5:0 (3:0)

გოლები: 06:02' თიბილაშვილი (1:0), 07:46' თიბილაშვილი (2:0), 19:06' ონიანი (3:0), 21:46' ჩერნიშოვი (4:0),  39:06' ფხაკაძე (5:0)

გაფრთხილება: 25:57' ბ.მამაგულაშვილი (აფხ), 32:02' ბუჯიაშვილი (აფხ), 38:14' ონიანი (ტატ)

 

თბილისი - თელასი 0:3 (0:2)

გოლები: 07:41' ესებუა (0:1), 13:27' ასათიანი (0:2), 28:37' წვერავა (0:3)

 

კოლხი-გულრიფში - ბსუ(ბთ) 6:1 (3:0)

გოლები: 09:59' დარჩია (1:0), 12:07' ალავერიქჰანი (2:0), 19:44' ჭოხონელიძე (3:0), 22:00' ცხომარია (4:0), 32:15' ჭოხონელიძე (5:0), 32:38' გაბუნია (5:1), 33:53' ცხომარია (6:1)

ორი წრის შემდეგ, 33 ქულით სატურნირო ცხრილს ტატიშვილი ლიდერობს, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება კოლხი, 31 ქულით აგორა მესამეა, ხოლო მეოთხე ადგილზე მყოფ თელასს 28 ქულა აქვს და მესამე წრის წინ 9 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, ბსუ-ს.

ჩემპიონატის მესამე წრე 13 აპრილს აიღებს სტარტს. მანამდე კი ფუტსალის ეროვნული ნაკრები 4-5 აპრილს ინგლისის ნაკრებს ამხანაგურად უმასპინძლებს. მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.


ბომბარდირები: გიგა დანელია (აგორა) - 21, კახაბერ გოგოხია (თბილისი), ჰამედ ჰოსეინზადე (კოლხი) - 18, , გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) - 17, ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი), ამირან ცხომარი (კოლხ) - 16

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია „SILK",„ნაბეღლავი",იურიდიული ჯგუფი „McGill", „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი", JAKO FM, „კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  tsff.ge, გაზეთი „ლელო"

 

მასალა მომზადებულია სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახურის მიერ