ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი მატჩი გადადებულია
ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი მატჩი გადადებულია
13.03.2022
ავტორი: TSFF.GE

დიდთოვლობის გამო საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ცვლილებებია. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი, დღეს, იმ 4 სტადიონის (თბილისი, კასპი, საგარეჯო) ფოტოს ავრცელებს, სადაც ლიგა 2-ის  თამაშები უნდა გამართულიყო, თუმცა, დიდი თოვლის გამო, გადაიდო.



"კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი მატჩი გადადებულია:


კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი 4 შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო. დღეს, კასპის ცენტრალურ სტადიონზე შევარდენი 1906 დინამო ზუგდიდს მასპინძლობდა, ხოლო გლდანის საფეხბურთო ცენტრში ვიტ ჯორჯიასა და სპაერის მატჩი უნდა გამართულიყო.


ნალექიანობის გამო გადაიდო გარეჯისა და რუსთავის ხვალ გასამართი მატჩიც, ასევე თბილისის და მარტვილის მერანების მატჩი სპაერის სტადიონზე", - ნათქვამია სტატიაში.