
დიდთოვლობის გამო გადაიდო 13 მარტს გასამართი ეროვნული ლიგის შეხვედრა ქუთაისში. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, „ტორპედოსა" და „ლოკომოტივის" ფეხბურთელები გასახურებლად მინდორზე იყვნენ, გუნდებმა სოციალურ ქსელებში, სასტარტო შემადგენლობებიც გამოაცხადეს, თუმცა, ბოლო მომენტში, ინტენსიური თოვლის გამო, ყველამ ერთად, შეხვედრის გადატანის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ამ მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
![]() |
![]() |
***
„დინამო" ბთ - „საბურთალო" 2-2
ამ მატჩამდე კი, ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშებაში პირველი ფრე დაფიქსირდა. ბათუმში, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ", თბილისის „საბურთალოს" დამარცხება, არა თუ ვერ მოახერხა, მას ორჯერ ანგარიშის გათანაბრება და ქულის გადარჩენაც კი, მოუხდა. „მთლიანობაში სანახაობრივი თამაში", რომელშიც, გია გეგუჩაძის გუნდმა „გამარჯვება მომავლისთვის გადადო" - ასეთი იყო ბათუმელთა გუნდის თავკაცის მატჩისშემდგომი პათოსი. მისი კოლეგა, ლევან კორღალიძე კი, მე-4 ტურში მიღწეულ ფრეს, „კანონზომიერებად" თვლის.
სხვათა შორის, მატჩის შემდეგ, გეგუჩაძე იტყვის, რომ ეროვნულ ლიგაში სუსტი მეტოქე აღარ არსებობს და არც იმის მოლოდინი აქვს, რომ მის გუნდს, თუნდაც, ჩემპიონის რანგში იოლი გასეირნება ექნება. რთული გზისთვის, კი, სწორედ ბათუმელები არიან თამაშიდან თამაშამდე როტაციისთვის ყველაზე დაბალანსებული გუნდი. ჯანო ანანიძემ დღეს, ძირითადში დაიწყო თამაში. ჯანოსთან ერთად, დღეს, ძირითადში დაიწყო თამაში ჩაბრაძემაც. მიკროტრავმის შემდეგ, პირველად მოხვდა განაცხადში, „დინამო თბილისიდან" გადაბარგებული მილან რადინიც, თუმცა, მას არ უთამაშია. სამაგიეროდ, ბათუმელების „გადარჩენილი ქულა", სწორედ, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელების გიორგი ზარიას, ელგუჯა ლობჯანიძის და ირაკლი ბიძინაშვილის კარგ თამაშს უკავშირდება. სწორედ, ბიძინაშვილის გოლმა იხსნა ბათუმელები მიმდინარე სეზონში, მეორე მარცხისგან.

საერთო ჯამში, მასპინძლები, ოდნავ დაღლილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. კორღალიძის გუნდს, კი, მესამე ტურიდან გადმოყოლილი შემართება გამოჰყვათ მოედანზე და პირველად, თან ორჯერ, სწორედ, მათ ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა. ჯერ ირაკლი სიხარულიძეს, შემდეგ, გიორგი გულიაშვილს. თუმცა, პირველი გოლი ამ შეხვდრაში და 105-ე ეროვნულ ჩემპიონატებში, 26-ე წუთზე, სწორედ, ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. სხვათა შორის, გოლში, დიდი წვლილი, საკუთარ საჯარიმოში, ბათუმელების არაადეკვატურ თამაშსაც მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ „საბურთალომ", რომელიც ამ შეხვედრაში ორჯერ დაწინაურდა, დიდხანს ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. „დინამომ" ორჯერვე, ძალიან მალე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. ჯანო ანანიძის ნაცვლად, მინდორზე შემოსული გიორგი ზარიას გამოზომილი გადაცემის შემდეგ, ჯოვინო ფლამარიონიმ, ამ შეხვედრაში პირველად აღადგინა წონასწორობა, თავად კი, უკვე მე-4 გოლი მიითვალა. აი, მეორე ტაიმში, კი, შოთა ნინიკაშვილის 65-ე წუთზე გატანილ გოლს, 76-ე წუთზე, როგორც უკვე გითხარით, გოლითვე უპასუხა ირაკლი ბიძინაშვილმა. მეორე ტაიმის დარჩენილ დროში, გეგუჩაძის გუნდმა მოახერხა, სათამაშო უპირატესობა მოეპოვებინა, თუმცა, გოლი ვეღარ გაიტანა. კორღალიძის გუნდმა, ბათუმიდან ქულა წამოიღო.
![]() |
![]() |
მე-4 ტურის ეს შეხვედრა ფრედ, 2-2 დარსულდა და შესაბამისად, მიმდინარე ჩემპიონატზეც პირველი ფრე დაფიქსირდა.
და ბოლოს, კიდევ, ერთი მომენტი, რაზეც ალბათ, კვლავ დავწერთ - ჯანო ანანიძის მდგომარეობაა. ფეხბურთელმა, ბათუმის „დინამოს" სასტარტი შემადგენლობაში დაწყო თამაში, თუმცა, 24 წუთის შემდეგ, მან შეცვლა მოითხოვა. გია გეგუჩაძე, მატჩის შემდგომ იტყვის, რომ ჯანოს მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე უჭირს ლაპარაკი.
***
ხვალ და ზეგ, ელიგის მე-4 ტურის კიდევ სამი მატჩი გაიმართება.
სატურნირო ცხრილი
თამაშების კალენდარი
ფოტოები: ©„ტორპედო" ©„ლოკომოტივი" ©„დინამო"ბთ





ჩვენ












