თორნიკე შენგელია დღეს, „ვირტუსმა“ ოფიციალურად წარადგინა
თორნიკე შენგელია დღეს, „ვირტუსმა“ ოფიციალურად წარადგინა
14.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენდგელია, იტალიურ კლუბში 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დიდი ალბათობით, ახალ კლუბში, მისი დებიუტი ოთხშაბათს შედგება. დღეს კი, თოკო შენგელია, „ვირტუსმა" ოფიციალურად წარადგინა იტალიურ მედიასთან. შეხვედრისას, შენეგლია იტყვის, რომ მას, კლუბის მიზნებისა და ამოცანების ანალოგიური გეგმები აქვს. იცის, რომ ბოლონიური კლუბი მისი სახით, გამოცდი მოთამაშეს ელის, რომელიც დანარჩენებს გამოცდილებას პრაქტიკაშიც  გაუზიარებს.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ. ძალიან გამიხარდა, როდესაც  ამ შემადგენლობის და ბოლო დროს მიღწეული წარმატებების მქონე კლუბიდან მივიღე შემოთავაზება. მინდოდა, მისი ნაწილი გავმხდარიყავი. ვიცი, რომ მიზანი თასის მოგებაა, ევროლიგაზე კვალიფიკაცია და კიდევ ერთხელ ჩემპიონობა. მადლობას ვუხდი, ბატონ ზანეტის, რომ ეს შესაძლებლობა მომცა", - ამბობს თოკო შენგელია.


ქართველი კალათბურთელი, პირად გეგმებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მისი პირადი გეგმა კლუბის წარმატებაა.  შენგელიას მიაჩნია, რომ ის გადავიდა  დიდი ამბიციების კლუბში, სადაც ყველა პირობაა შექმნილი გამარჯვებისთვის. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენი ნაკრების კაპიტანი თვლის, რომ  გარშემო, ბევრად უფრო მეტი სირთულეა, ვიდრე, მას, კლუბიდან კლუბში გადასვლისას მოუხდა დაძლევა.




შენგელია, ამბობს, რომ მან, კლუბის მხოლოდ რამდენიმე თამაში ნახა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა, ივნისის ბოლომდე, მას არჩევანი, სწორედ, „ვირტუსზე" შეეჩერებინა. ევროთასებზე, თამაშობენ გუნდები, რომლებიც ევროლიგაზეც არანაკლებ წარმატებულნი იქნებოდნენ. თოკოს კი, სჯერა, რომ „ბოლონია", ერთ-ერთი ამ კლუბთაგანია.


 „გუშინ ვნახე დერბი, კარგი იყო. ცოტა მატჩი მაქვს ასეთი ნანახი. მაისურის გადაცმა და თამაში მომინდა. ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას რაც შეეხება, ცოტა „შესვენება" მქონდა, მაგრამ ახლა, აქტიურად ვვარჯიშობ და ოთხშაბათს გამოვალ სათამაშოდ", - ამბობს შენგელია.


იტალიურ მედიასთან შეხვედრისას, შენგელიამ ხაზი გაუსვა, რომ ამ  კლუბის ყოფილი მოთამაშე და ამჟამად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, თოკოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. უფრო მეტიც, თოკომ არ დამალა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში, მასზე, სწორედ სანიკიძის ფაქტორმა იქონია გავლენა.