
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში პლოვდივის 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.
საქართველოს წარმომადგენელთაგან საუკეთესო შედეგს მიაღწია სოლომონ მანაშვილმა (125 კგ). ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალამდე გაიკვალა გზა და აქაც წარმატებას მიაღწია. მანაშვილმა გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელი მილან ანდრაშ კორჩშოგი 8-1 დაამარცხა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს დავით კოღუაშვილმა (92 კგ), რამაზ თურმანიძემ (61 კგ) და ბაგრატ გაგნიძემ (86 კგ).
ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი დაისაკუთრა. მათ შორის ჩემპიონობა მოიპოვა გიორგი ელბაქიძემ (70 კგ). ჩემპიონატი ვერცხლის მედლებით დაასრულეს გიორგი გეგელაშვილმა (57 კგ) და ევსემ შველიძემ (79 კგ).
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.





ჩვენ








