
რამდენიმე დღეში, 23-27 მარტის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში სტარტს აიღებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში. ასპარეზობაში, 40-მდე ქვეყნის 166 მოციგურავე მიიღებს მონაწილეობას.
„ჩვენ, გადავწყვიტეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე, იმავე შემადგენლობით მივიღოთ მონაწილეობა, როგორც ეს, პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გავაკეთედ. ტრადიციულად, ჩვენი სპორტსმენები, აღნიშნული ტურნირისთვის მზადებას, საქართველოს ფარგლებს გარეთ გადიან. კერძოდ, ისინი, ევროპის ორ ქვეყანაში, იტალიასა და გერმანიაში ემზადებიან. გვაქვს, გარკვეული სირთულეები. სპორტსმენები მწვრთნელების გარეშე ემზადებიან. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე, ისინი დასახულ ამოცანებს თავს გაართმევენ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული გადაწყვეტილება გვგქონდა მისაღები, ნებისმიერ სპორტსმენს, ასეთი საპასუხისმგებლო შეჯიბრის წინ სჭრდება მწვრთნელი. ახლა კი, ისინი მათთან, დისტანციურად არიან ჩართულები",- ამბობს მარიამ გიორგობიანი, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

ქართველი მოციგურავეები ოლიმპიადის დასრულებდან დღემდე, ინტენსიურად ვარჯიშობდნენ. სხვათა შორის, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას, ჩვენი სპორტსმენების მოსამზადებელ პერიოდში, კონკრეტული ქვეყნების ფედერაციებიც უმართავენ ხელს. მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი, მომავალი სტარტებისთვის იტალიის ქალაქ ბერგამოში ემზადებიან. მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი, გერმანულ ობერსდორფში ვარჯიშობენ. ჩვენები, მონპელიეში, კვირის ბოლოს გაემგზავრებიან.

გამომდინარე იქიდან, რომ ISU-მ ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ფედერაციებმა რუსეთის წარმომადგენლებს, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა, მსოლფლიოს ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების შანსები, რომლებსაც ევროპიდან, ძირითადად 3-3 რუსი ჰყავდათ კონკურენტი, მათ გარეშე, უფრო მაღალი საფეხურების დასაკავებლად ეზრდებათ. თუმცა, კონკრეტულად სტარტზე, მწვრთნელების არყოფნის ფაქტორიც, ბუნებრივია, გარკვეულწილად მოახდენს გავლენას.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე წლის წლის 13-17 აპრილს, ესტონეთში, იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება ფიგურულ ციგურაობაში. საერთაშორისო საციგურაო კავშირმა, ტალინში, პირველობის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბულგარეთმა, საერთაშორისო ფედერაციას, სოფიადან ტურნირის გადატანის თაობაზე თხოვნით მიმართა.





ჩვენ








