კიდევ ორი ფრედ დასრულებული შეხვედრა ელიგის მეოთხე ტურში
კიდევ ორი ფრედ დასრულებული შეხვედრა ელიგის მეოთხე ტურში
15.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-4 ტურში დიდთოვლობის გამო, ორი მატჩი გადაიდო. ერთი ქუთაისში, „ტოპრედოსა" და „ლოკომოტივს" შორის, მეორე კი, თბილისში. 14 მარტს, „დინამო არენაზე" უხვი ნალექის გამო, გათამაშების ორგანიზატორებმა, მატჩის გადადების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. აქვე, შეგახსენებთ, რომ ამავე მიზეზით, ეროვნული ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაც არის გადადებული, „თელავსა" და „სამგურალს" შორის.




„გაგრა" - „თელავი" 2-2


„დინამო არენაზე" ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშებაში, საშინაო თამაშებს „გაგრა" ატარებს. შავიზღვისპირელებმა, რომლებმაც, პირველი მატჩი ამავე სტადიონზე, თბილისის „საბურთალოსთან" მოიგეს, დღეს „თელავს" ,ფრედ, 2-2 ეთამაშნენ.


მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, 14 მარტს, „დინამო არენა", ინტენსიური თოვლის გამო, ჰოკეის მოედანს უფრო ჰგავდა, დღეს, ქვეყნის მთავარი სტადიონის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა მოახერხეს, მინდორი თამაშისთვის შესაფერისს კონდიციაში მოეყვანათ. „გაგრასა" და „თელავს" შორის, მატჩი 15:00 იყო დანიშნული. ამიტომ, სტადიონის ხელმძღვანელობამ, მინდვრის საფარის გაწმენდა მზის ამოსვლამდე დაიწყო. თამაშისთვის კი, „დინამო არენას" მინდვრის საფარი, შესაშურ მდგომარეობაში იყო.




რაც შეეხება თავად შეხვედრას, ის გარდამავლი უპირატესობით, თუმცა, ძირითადად მინდვრის ცენტრში მიმდინარეობდა. „გაგრა" ცდილობდა თამაში გაეკონტროლებინა, „თელავი" კი, კონტრშეტევებზე ამწვავებდა. რადგან სიმწვავე ვახსენეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სათამაშო თვალსაზრისით, ყველაზე მწვავე საწყისი 15 წუთი იყო. სწორედ, ამ პერიოდში გავიდა ორი გოლი. მე-7 წუთზე, ანგარიში, გამოცდილმა თეიმურაზ შონიამ გახსნა, თუმცა, მასპინძლებს დიდხანს არ გაუხარიათ. მე-10 წუთზე, მათ კარში, 11-მეტრიანი დაინიშნა. თუმცა, ბექა ქურდაძემ, გუკა გოშთელიანის დარტყმული მოიგიერია, აი, დამატებაზე კი, გაგრელებმა დაცვაში თამაშს, თავი ვერ გაართვეს და „თელავმა" ანგარიში გაათანაბრა. გოლი, ფირუზ მარაქველიძემ გაიტანა. ტაიმის მიწურულს კი, 43-ე წუთზე, გიორგი კვერნაძემ, კახელები დააწინაურა. მეორე ტაიმის შუაწელში, გამოცდილი მათე ვაწაძის წინააღმდეგ, თელაველებმა წესები დაარვიეს და ახლა, მათ კარში დაინიშნა 11-მეტრიანი. ვასილ ხოსიტაშილმა კი, პენალტი ზუსტად შეასრულა.




4 ტურის შემდეგ, „გაგრას" და „თელავს" თანაბრად 7-7 ქულა აქვთ, თუმცა, კახელებს ეს ქულები, ერთი თამაშით ნაკლებში აქვთ აღებული.


იხილეთ მატჩის ფოტო-ალბომი


***

„სამგურალი" - „სიონი" 1-1


გემახსოვრებათ, რომ  ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება ისე დაიწყო, რომ 3 ტურში არც ერთი მატჩი, ფრედ არ დასრულდა. აი, ამ ტურში კი, თუ გადადებულ ორ შეხვედრას არ მივიღებთ სათვალაშვი, ყველა მატჩი, ფრედ დამთავრდა. გამონაკლისი, არც ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტაიონზე გამართული შეხვედრა იყო. ძლიერთა შორის დაბრუნებულმა ბოლნისელებმა, „სამგურალის" კარში,  პირველად მოახერხეს გოლის გატანა და ამასთან, მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულაც აიღეს.




სხვათა შორის, ეს უჩა სოსიაშვილის სადებიუტო მატჩი იყო „სიონის" მწვრთნელის ამპლუაში და თანაც, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ალბათ, გემახსოვრებათ, რომ ლიგა 2-დან ძლიერთა შორის, „სამგურალი" სწორედ სოსიაშვილის ხელმძღვანელობის დროს ამოვიდა. დღეს, კი, ყოფილმა მწვრთნელმა, „ძველებს", ქულა აართვა და „ახალი" გუნდი ერთი პოზიციით დააწინაურა.


ანგარიში კი, ამ შეხვედრაში, მე-17 წუთზე გაიხსნა. წყალტუბოელებმა, სტუმართა კარი, მესამე „დამატების" შემდეგ აიღეს. გოლი, ირაკლი რუხაძემ გაიტანა. შეხვედრის 54-ე წუთზე კი, შეიძლება ითქვას, „სამგურალის" კარის მცველმა, ლევან შოვნაძემ გოლი „გაიჩალიჩა", ბოლნისელმა ლუკა ხორხელმა კი, მას ეს არ აპატია და ანგარიში გაათანაბრა.




სატურნირო ცხრილი

გათამაშების კალენდარი


სტატიაში გამოყენებულია „სიონის" ფოტოები