
მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნები, სამედიცინო ინვენტარი და მედიკამენტები, ასევე გ სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება, ეს არის იმ ჰუმანიტარული ტვირთის ჩამონათვალი, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები უკრაინაში აგზავნიან.
„მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თითოეული ჩვენგანის გვერდში დგომა. უკრაინელ ხალხს პირველივე დღიდან გამოვუცხადეთ გვერდში დგომა, გვაქვს კომუნიკაცია კოლეგებთან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ცალკეულმა მოთამაშეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა. ფეხბურთი ნამდვილად განსხვავებული და გამორჩეული სპორტია. ეს არ არის მხოლოდ 90 წუთი და ანგარიში. ზუსტად ამას ვადასტურებთ პირველივე დღიდან და მომავალშიც ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების, კოლეგების და უკრაინელი ხალხის გვერდით", - ამბობს ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი.
ტვირთვის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია, სფფ-ს ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა. რამდენიმე დღით ადრე, ინდივიდუალურად, ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნეს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელებმა. უმეტესობამ კი, გოლები, სწორედ, უკრაინას მიუძღვნეს.

„ფეხბურთელები ძალიან განვიცდით ვითარებას უკრაინაში. გვინდა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება და მოსახლეობაც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც რთული იქნება. იმით რასაც ჩვენ და ფედერაცია ვაკეთებთ, იმედი გვაქვს, რომ მცირედით მაინც შევძლებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას", - ამბობს გურამ კაშია, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.
აქვე დავძენთ, რომ სფფ, პირველია ქართული სპორტული ფედერაციებიდან, რომელმაც უკრაინელ ხალხსა და კოლეგებს დახმარების ხელი გაუწოდა.
ასეცე იხილეთ #ჰუმანიტარული





ჩვენ








