თოკოს სადებიურო მატჩი და 14 ქულა 21 წუთში
თოკოს სადებიურო მატჩი და 14 ქულა 21 წუთში
17.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საკალათბურთო ევროთსზე, ახალ კლუბში, „ვირტუს ბოლონიაში" სადებიუტო თამაშის შემდეგ, ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გვარი, სამი მაჩვენებლის გვერდით დაფიქსირდა: მარგი ქმედები კოეფიციენტი  - 18, ქულა -14, ბლოკი -2. ამას გარდა, შენგელიას ანგარიშზე 7 მოხსნა და 3 გადაცემაა ანგარიშზე. აქედან ერთი ბლოკის ამსახველ ვიდეოს, თოკოს სხვა საინტერესო მომენტებთან ერთად, მატჩის მსვლელობის დროს ვიდეო-კოლაჟის სახით, ხშირად ატრიალებდნენ. მატჩის შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას" მთავარი მწვრთნელი ანდრეა დიანა იტყვის, რომ მის გუნდში არიან ახლი მოთამაშეები და მათ შესათამაშებლად დრო სჭირდებათ.


მანამდე კი, თოკო შენგელიას ახალმა გუნდმა, ვერაფერი განაწყო, ლიუბლიანას „ოლიმპიას" რიგებში მოთამაშე, საქართველოს ნაკრების ყოფილ გამთამაშებელ, ჯეიკობ პულენთან, რომელმაც  საბოლოოდ ორივე გუნდში, საუკეთესო შედეგი აჩვენა და 20 ქულა დააგროვა. პულენმა პარკეტზე მხოლოდ 19:08 წუთი დაჰყო.



რაც შეეხება თოკოს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, სადებიურო მატჩის კვალობაზე, მოედანზე 21:22 წუთი გაატარა. პარკეტზე გამოჩენისთანავე კი, მისი პირველივე ნასროლი ზუსტი აღმოჩნდა. თანაც ის, 3-ქულიანი იყო. საერთო ჯამში, თოკომ ფარს 12-ჯერ შეუტია, აქედან 9 მცდელობიდან 4-ჯერ ორი ქულა,  3-იდან კი  2-ჯერ ზუსტად ისროლა სამქულიანი.


მიუხედავად ამისა, შენგელიას გუნდმა ეს შეხვერდა, 74-86 წააგო. საერთოდ აღსანიშნავია, რომ „ვირტუსი" მთელი მატჩის მანძილზე აგდებდა 24-31 / 20-20 / 14-17/ 16-18. თოკოს გუნდს, რამდენჯერმე ჰქონდა, შანსი 6 ქულაზე მეტად შეემცირებინა ანგარიში, თუმცა, მათ ეს შანსები ვერ გამოიყენე.



ახლა, „ვირტუს ბოლონიას", ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ჩატარებულ 15 მატჩში 8 მოგება აქვს და B ჯგუფში მე-5 ადგილზეა. ამდენივე მოგება აქვს, „ცედევიტა ოლიმპიას" თუმცა, უკეთესი დამატებითი მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა. ევროთასის მომდევნო ტურში, 23 მარტს, შენგელიას გუნდი ბერძნულ „პრომიტეასს" ესტუმრება, პულენის გუნდი კი, ვენეციას მიიღებს.