
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ევროთასების 2021-2022 წლების ბოლო წილიყრა გაიმართა. ერთი მეორის მიყოლებით, ევროპული ფეხბურთის შტაბ-ბინაში, გუნდები დაკვნითი ეტაპებისთვის დაწყვილდნენ.
უეფა-ს კონფერენს ლიგა:
1/4 ფინალი
„ბოდო გლიმტი" (ნორვეგია) - „რომა" (იტალია)
„ფეიენოორდი" (ნიდერლანდები) - „სლავია" (ჩეხეთი)
„მარსელი" (საფრანგეთი) - პაოკ (საბერძნეთი)
„ლესტერი" (ინგლისი) - პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები)
აქვე, სავარაუდო 1/2 ფინალური წყვილებიც გაირკვა:
„ლესტერი"/პსვ ეინდჰოვენის გამარჯვებული - „ბოდო გლიმტი"/"რომას" გამარჯვებული
„ფეიენოორდი"/"სლავიას" გამარჯვებული - „მარსელი"/პაოკ-ის გამარჯვებული
მატჩები 7 და 14 აპრილს გაიმართება, 1/2 ფინალები კი 28 აპრილსა და 5 მაისს. კონფერენს ლიგის გათამაშების ფინალს ტირანა, 25 მაისს უმასპინძლებს.
უეფა-ს ევროპა ლიგა
ისევე, როგორც კონფერენს ლიგაზე, აქაც, 7 და 14 აპრილს გაიმართება, 1/2 ფინალები კი 28 აპრილსა და 5 მაისს, ჯერ 1/4 შემდეგ კი, 1/2 ფინალური მატჩები გაიმართება.
1/4 ფინალი
„ლაიფციგი" (გერმანია) - „ატალანტა" (იტალია)
„აინტრახტი" (გერმანია) - „ბარსელონა" (ესპანეთი)
„ვესტ ჰემი" (ინგლისი) - „ლიონი" (საფრანგეთი)
„ბრაგა" (პორტუგალია) - „რეინჯერსი" (შოტლანდია)
აქვე, სავარაუდო 1/2 ფინალური წყვილებიც გაირკვა:
„ლაიფციგი"/"ატალანტას" გამარჯვებული - „ბრაგა"/"რეინჯერსის" გამარჯვებული
„ვესტ ჰემი"/"ლიონის" გამარჯვებული - „აინტრახტი"/"ბარსელონას" გამარჯვებული
ევროპა ლიგის 2021-2022 წლების ფინალს კი, 18 მაისს სევილია უმასპინძლებს.
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
და ყველაზე მთავარი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების ბოლო, გადამწყვეტი ფაზის დარჩენილი 13 მატჩიდან, რომელიც აპრილსა და მაისში იგეგმება, დღევანდელი წილისყრის შედეგად გუნდები, შემდეგნაირად დაწყვილდნენ.
1/4 ფინალი
„ჩელსი" (ინგლისი) - „რეალი" (ესპანეთი)
„მანჩესტერ სიტი" (ინგლისი) - „ატლეტიკო" (ესპანეთი)
„ვილიარეალი" (ესპანეთი) - „ბაიერნი" (გერმანია)
„ბენფიკა" (პორტუგალია) - „ლივერპული" (ინგლისი)
აქვე, სავარაუდო 1/2 ფინალური წყვილებიც გაირკვა:
„მანჩესტერ სიტი"/"ატლეტიკოს" გამარჯვებული - „ჩელსი"/"რეალის" გამარჯვებული
„ბენფიკა"/"ლივერპულის" გამარჯვებული - „ვილიარეალი"/"ბაიერნის" გამარჯვებული
ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალები 5 და 6, საპასუხო მატჩები კი, 12 და 13 აპრილს გაიმართება. ნახევარფინალები 26 და27 აპრილის, საპასუხოები კი, 3 და 4 მაისს ცატარდება. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, მას შემდეგ, შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო, უეფა-ს ფინალური მატჩის წინასწარ დაანონსებული ქალაქი, სანქტ-პეტერბურგი „ჩახსნა" დღის წესრიგიდან და ფინალი პარიზში გადაიტანა. ჩემპიონთა ლიგის 2021-2022 წლების ფინალური შეხვედრა, 28 მაისს, სწორედ, პარიზში ჩატარდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ უეფა-მ როგორც ვაჟთა ევროტურნირების, ასევე, ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩებისათვის 30000 ე.წ. „უფასო ბილეთის" შესახებ განაცხადა. ეს ბილეთები, ფინალურ მატჩებში მონაწილე გუნდების გულშემატკივრისთვის არის გათვლილი და ევროპის საფეხბურთო სახლიდან წამოსული კეთილი ნებაა, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებმა COVID კრიზის დროს, საკუთარი გუნდების მიმართ, ლოიალური ქომაგობისთვის დაიმსახურეს.
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა: 10,000 უფასო ბილეთი (5,000 თითოეულ კლუბს)
UEFA-ს ევროპა ლიგა: 8,000 უფასო ბილეთი (4,000 თითოეულ კლუბს)
UEFA-ს ევროპის კონფერენს ლიგა: 6,000 უფასო ბილეთი (3,000 თითოეულ კლუბს)
UEFA-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგა: 6,000 უფასო ბილეთი (3,000 თითოეულ კლუბს)





ჩვენ








