
უხვნალექიანი ამინდის მიუხედავად, ლაზარე კუპატაძემ, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის პირველ შეხვედრაში, კარის მშრალად შენახვა მოახერხა. თუმცა, ამაში, ბათუმის „დინამოს" მეკარეს, მოწინააღმდეგე, „ლოკომოტივის" ფეხბურთელებიც მიეხმარნენ, რომლებმაც შეხვედრის პირველ ნახევარში, ოთხი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. ამდენი „განიავებული შანსი", თბილისურ კლუბს, რაღა დასამალია და მიმდინარე სეზონში, ერთად აღებული, უკვე ჩატარებულ 3 შეხვედრაშიც არ ჰქონია. ამასთან, „ლოკო", განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ახერხებდა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მიმართ, ღირსეულად თამაშს და ხშირ მომენტებში ბურთის ფლობის მხრივადაც კი ჯობნიდა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ირაკლი ბიძინაშვილმა ანგარიშის გახსნა მოახერხა და „ლოკოს", გოლი, გასახდელში გაატანა.
რთული პირველი ტაიმის, შემდეგ, რომელსაც შესაძლოა, გია გეგუჩაძის გუნდი არ ელოდა, შეხვედრის მეორე ნახევარში, ბათუმელები, უფრო მობილიზებულები გამოვიდნენ, თუმცა, საგოლე მომენტი კვლავ მათ კართა შეიქმნა და ამჯერად, კუპატაძეს, თამაშში ჩართვა მოუხდა. შეხვედრის მიწურულს, ლაზარე, კიდევ ერთხელ იხსნის კარს. ბათუმელთა რიგებში, შეცვლაზე შემოსული მილან რადინი კი, ბათუმის „დინამოს" მაისურით, ამჯერად, მეორე ტაიმისთვის კომპენსირებულ დროში, სადებიუტო გოლის გატანას ახერხებს. „დინამო" კი 0-2 იმარჯვებს.
ბათუმის „დინამო," ერთი წაგებული და ერთი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, 3 ქულის აღებას ახერხებს. აი, „ლოკომოტივი" კი, მიმდინარე ჩემპიონატში, ყველაზე კარგად ჩატარებული შეხვედრის მიუხედვად, კვლავ ქულების გარეშე რჩება.
ხვალ და ზეგ, მე-5 ტურის კიდევ ოთხი შეხვედრაა ჩანიშნული.
გათამაშების კალენდარი
სატურნირო ცხრილი
ფოტო (c) "დინამო" ბთ





ჩვენ








