
მარტისთვის უჩვეულო, დიდთოვლობის გამო ეროვნულ ლიგაში გადადებული მატჩების რიცხვი იზრდება. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, დღეს, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის სამი შეხვედრა გადაიდო:
„საბურთალო" - „დინამო თბილისი"
„თელავი" -„ტორპედო"
„სამგურალი" - „გაგრა"
უკვე ცნობილია, რომ სამივე გადადებული თამაში, თბილისში, მიხეილ მესხზე, თელავში - „კავკასიონ არენაზე" და ზესტაფონში, „დავით აბაშიძეზე" 16 აპრილს გაიმართება.
ამას გარდა, ელიგის მთავარი გვერდი, უამინდობის გამო გადადებული კიდევ, სამი შეხვედრის ახალ თარიღსაც აანონსებს.
6 აპრილი, მე-3 ტური,
„თელავი" - „სამგურალი"
6 აპრილი, მე-4 ტური
„ტორპედო" - „ლოკომოტივი"
„დინამო თბილისი" - „დილა"
ამ მომენტისთვის ძალაშია, ეროვნული ლიგის მე-5 ტურის კიდევ ერთი შეხვედრის ჩატარების დრო და ადგილი, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, რომელიც დღეს, 19 მარტს, 16:00 უნდა დაიწყოს და „დილა" - „სიონს" დაუპირისპირდეს.
ბოლო 10-12 დღის მანძილზე, დიდთოვლობის გამო გადაიდო, ეროვნული ლიგა 2-ის 7 შეხვედრაც. შესაბამისად, ეროვნული ლიგის ვებ-გვერდზე უკვე განახლებულია თამაშების გამართვის სავარაუდო კალენდარიც, ვინაიდან, მათი ცატარება, კვლავ მეტეოროლოგიურ პირობებზე იქნება დამოკიდებული. ამ მომენტისტის კი, კალენდარი ასე გამოიყურება:
25 მარტი / მე-3 ტური:
„გარეჯი" - „რუსთავი"
„ვიტ ჯორჯია" - „სპაერი"
„მერანი" თბილისი - „მერანი" მარტვილი
„შევარდენი 1906" - „დინამო" ზუგდიდი
6 აპრილი / მე-4 ტური
„მერანი" მარტვილი - „შევარდენი 1906"
„გარეჯი" - „მერანი" თბილისი
„სპაერი" - „სამტრედია"
გადადებულ ტურებს შორის, 1 აპრილს ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩები ჩატარდება.
აქვე გეტყვით, რომ უამინდობის გამო, გადადებულია ქალთა ლიგა 2-ის 2021 წლის სეზონის, მე-10 და მე-11 ტურიების სამი შეხვედრა.
და ბოლოს, გეტყვით იმასაც, რომ 4 და 5 აპრილს, ვაჟთა შორის ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის 2021 წლის გათამაშება აიღებს სტარტს (იხილეთ კალენდარი)





ჩვენ








