ათკაციანმა „დილამ“ თამაში მოატრიალა
ათკაციანმა „დილამ“ თამაში მოატრიალა
19.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თოვლისა და სიცივის მიუხედავად, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშების მე-5 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.  გორის „დილა", რომელსაც უამინდობამ, მე-4 ტურის მატჩი გადაუდო, ბოლნისის „სიონს" დაუპირისპირდა, რომელსაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, ბათუმის „დინამოს" მსგავსად, ხუთივე ტურის მატჩი, ჩატარებული აქვს.

საკმაოდ ინერტული პირველი ტაიმი, რომელიც თოვლიან ამინდთან შესაბამისად, წითლად დახაზულ მოედანზე ჩატარდა, ძირითადად, ხისტი და უხეში თამაშით და წითელი ხაზების გარდა, ერთი წითელი ბარათითაც დაგვამახსოვრდა. 39-ე წუთზე, გორელები, ათნი დარჩნენ. მოედნიდან, ალეფს სანტოსი გააგდეს. ტაიმი კი, ნალექის მიუხედავად მშრალად, 0-0 დასრულდა.


68-ე წუთზე, რიცხვობრივი უპირატესობა, რომელსაც „სიონი" ფლობდა, როგორც იქნა, ბოლნისელებმა გამოიყენეს. ანგარიში, ლაშა უგრეხელიძემ გახსნა, 0-1 და კაცნაკლული მასპინძლები, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. თუმცა, ანდრი დემჩენკოს გორის „დილა", მორიგ შეხვედრაში ავლენს ბრძოლისუნარიანობას და თუ, მე-3 ტურში ბათუმის „დინამოს" წინააღმდეგ სრული შემადგენლობით „ატრიალებს" თამაშს, ახლა, ამის გაკეთებას კაცნაკლული შემადგენლობითაც ახერხებს. გორელები, ზუსტად 6 წუთში, ანგარიშს, კარგი და გააზრებული კომბინაციის შემდეგ, თამაზ მაქაცარიას გოლით ათანაბრებენ, 1-1. 83-ე წუთზე, კი მაქაცარიას ნაცვლად, შეცვლაზე შესული ჰაჯი დრამე, „დილას" აწინაურებს, 2-1.  ალბათ, ეროვნული ლიგის მონაწილე გუნდებს, დემჩენკოს „დილას" ბრძოლისუნარიანობა და  გარდაქმნის შესაძლებლობა, სამომავლოდ, აუცილებლად გასათვალისწინებელი უნდა ჰქონდეთ, რადგან თუ, ერთი მატჩის „შემოტრიალება" შემთხვევითობას შესაძლოა მივაწეროთ, „თელავთან" გადარჩენილი ქულა და დღევანდელი მოგებული თამაში, უკვე „დილას" ხასიათზე მეტყველებს.


მიუხედავად იმისა, რომ „სიონს" რიცხვობრივი უპირატესობაც ჰქონდა და მთელი 13 წუთი, ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა, სატურნირო ცხრილში, კვლავ 1 ქულით, მე-9 საფეხურზეა. გორელები, კი 9 ქულითა და ერთით ნაკლები თამაშით, ბათუმის „დინამოს" შემდეგ, მეორე საფეხურზე არიან.


როგორც TSFF.Ge იწუყებოდა, დღეს, ელიგის ამ ტურის 3 შეხვედრა გადაიდო და ისინი, 16 აპრილს გაიმართება.


გათამაშების კალენდარი