
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, იტალიის სერია „ა"-ში სადებიუტო მატჩში, პარკეტზე 30 წუთი გაატარა და ამ დროში, 15 ქულა და 8 მოხსნა (2 შეტევაში), 1 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. 9 მცდელობიდან 5 ორქულიანი და 8-დან კი, 5 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი, 5-ჯერ დაჯარიმდნენ. ეს ყველაფერი არის სტატისტიკა, რაც მატჩის ოქმში დაფიქსირდა.
„კარგი მოგება იყო, მშვენიერი ქამბექის შემდეგ. ყველას დიდი მადლობა, ბიჭებს, რომლებმაც ამ მოგებაში, დიდი წვლილი შეიტანეს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც, მაცნობენ თავს ჩემი გუნდში მოსვლის პირველი დღეებიდან, მეხმარებიან გავიგო, გუნდში როგორ უნდა მოვახდინო ინტეგრაცია. ეს, თავიდანვე ვიგრძენი და დღეს, საღამოს, ძალიან გამომადგა. ეს ხომ მხოლოდ, მეორე თამაში იყო. პირველ ადგილზე რას ვფიქრობ? ეს მხოლოდ ჩემპიონატის გაგრძელებაა და შედეგი, მოგვიანებით გამოჩნდება" - ამბობს, თორნიკე შენგელია, მატჩის დასრულების შემდეგ.
ევროთასზე, რამდენიმე დღით ადრე, „ვირტუსის" წარუმატებული ასპარეზობის შემდეგ, შენგელიას გუნდმა, პირველი მატჩი მოიგო, სახლში, „უმანა რეიერსის" წინააღმდეგ, 81-77 და საკუთარ გუნდში, ის მეორე იყო შედეგიანობით. ახლა, მისი ახალი კლუბი, მომდევნო შეხვედრას, 26 მარტს გამართავს. მანამდე კი, 18 მოგებითა და 3 მარცხით, „მილანთან" იყოფს ლიდერობას.
მასალა მომზადებულია virtus.it-ის პუბლიკაციების მიხედვით





ჩვენ








