
დღეს, სარაევოში შეკრება დაიწყო საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა. ქართველთა მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გუნდი, მარტის სანაკრებო თამაშებისთვის, რომელთაგან ერთს, ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ გამართავს, მზადებას სწორედ, ამ ბალკანურ ქალაქში გაივლის. სფფ-ს ინფორმაციით შეკრებაზე გამოძახებული, 23 ფეხბურთელია, რომელთა შორის ეროვნული ნაკრების რამდენიმე შტატიანი, თუმცა, ტრავმირებული ფეხბურთელი არ არის. მარტის შეკრებაზე არ იქნება, არც ოთარ კიტეიშვილი, რომლიც ტრავმის შემდეგ, მინდორზე გუშინ დაბრუნდა.
„კიტეს" ავსტრიული კლიუბის ოფიციალური გვერდი, 20 მარტს გამართული შეხვედრის მიმოხილვისას წერს: „77-ე წუთზე, „გრაც ლიბენაუზე", ტრიბუნებზე კვლავ გაისმა აპლოდისმენტები. ოთარ კიტეიშვილი, 6-თვიანი შესვენების შემდეგ, რომელიც ტრავმით იყო გამოწვეული დაბრუნდა". კიტე, მატჩის ოქმის მიხედვით შეცვლაზე 75 წუთზე შევიდა. ამ მომენტისთვის „კიტეს" „გრაცი", ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგი ტურის მატჩში, „აუსტრია კლაგენფურტს" უკვე, ანგარიშით 3-1 ამარცხებდა.
„ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც ტრავმა მქონდა. საკმაოდ რთული პერიოდი იყო, მაგრამ ახლა, მიხარია, რომ საბოლოოდ კარგად დამთავრდა და მოედანს დავუბრუნდი. რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ ვეცდები ძალიან მალე აღვიდგინო და მალე ვიყო, სათნადო კონდიციებში", - ეს ოთარ კიტეიშვილმა, TSFF.Ge-სთან მოკლე კომენტარში განაცხადა.
მანამდე, კი „კიტემ" საკუთარი სოციალური ქსელით იმ საოცარ გრძნობაზე დაპოსტა, რაც მინდორზე დაბრუნებამ მიანიჭა და განსაკუთრებით, მორიგმა 3 ქულამ, რომელიც მისმა გუნდმა აიღო. მადლობა გადაუხადა ფანებსაც, რომლებიც „ისევე დიდებულები იყვნენ, როგორც ყოველთვის" და მოუბოდიშა იმის გამო, რომ ძალიან „გვიან მობრუნდა". ავსტრიული ბუნდესლიგის რეგულარული გათამაშების შემდეგ, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი" საჩემპიონო რბილაში, 21 ქულით, მეორე ადგილზეა (საჩემპიონო პლეი-ოფში), 12 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ "ზალცბურგს" და მინიმალური შანსი რჩება, რომ ლიგა მოიგოს.
ფოტო: @SKSturm





ჩვენ








