
საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მატჩები ჩაატარა. ჯგუფში, პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი, 2022-23 წლების სეზონზე, A ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებდა. თუმცა, ჩვენებმა ორივე შეხვედრა წააგეს, პირველი ესტონელებთან, ანგარიშით 5-2 და მეორე მატჩი დღეს, 22 მარტს, მასპინძელ ბულგარეთთან 0-1.
„ვიცი, ცოტა კომიკურად ჟღერს ჩემაგნ, მაგრამ ეს შედეგი საწმუხაროა. არც ერთი თამაში, არ უნდა წაგვეგო. ჩვენ, არ შევხვედრივართ, გუნდებს, რომლებთანაც მინიმუმ ქულის აღება არ შეგვეძლო. ასეთი ანგარიშით არ უნდა წაგვეგო ესტონეთთან და თუნდაც, დღეს ბულგარეთთან", - ამბობს სალომე ხუბულური, ასკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელი TSFF.Ge-სთან საუბარში.
საქართველოს ნაკრები, B ლიგის, მე-4 ჯგუფის მატჩების გასამართად ბულგარეთში, ტურნირის დაწყების წინა დღეს ჩაფრინდა. შესაძლოა, პირველი შეხვედრის სტარტზე, ესტონეთთან ეს, იგრძნობოდა კიდეც. ესტონელებმა, მე-2 წუთზე სწრაფი გოლი გაგვიტანეს და შემდეგ, მე-16 წუთზე უკვე 3-0 გვიგებდნენ. ამ „ცივი შხაპის" მიუხედავად, ქართველთა ნაკრებმა, 11-მეტრიანით, ერთი ბურთის შემცირება მოახერხა. 34-ე წუთზე, გოლი ნინო ბუხრიკიძემ გაიტანა. თუმცა, ესტონელებმა 1 წუთში სტატუს-კვო აღადგინეს. ხუბულურის გუნდმა, მეორე ტაიმის დასაწყისში, მოახერხა კიდევ ერთხელ, ესტონელთა კარის აღება. გოლი, შეცვლაზე შემოსულმა თინათინ ამბალიამ, 47-ე წუთზე გაიტანა. თუმცა, ჩვენებმა, მეტის გატანა ვეღარ მოახერხეს. ესტონელებმა კი, კიდევ ერთხელ გაგვიტანეს.
„ბულგარეთში გამგზავრებამდე ვიცოდით, რომ ორივე ნაკრები, ვისათანაც თამაში გვიწევდა, ჩვენზე უკეთეს კონდიციაში იყო. უპირველესად ეს, მოსამზადებელ პერიოდში, გამართული სპარინგების ხარჯზე. ჩვენი პროგრამა მინიმუმი იყო, არ წაგვეგო დიდი ანგარიშებით. ეს, იმის გათვალისწინებით, გემახსოვრებათ, რომ ოქტომბრის თამაშები, საკმაოდ დიდი ანგარიშებით წავაგეთ. მაქსიმუმი იქნებოდა, რომ ფრე გვეთამაშა. თუმცა, ის, რომ ორი ბურთის გატანა მოვახერხეთ, ესეც წინ გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია. წაგებული თამაშების შემდეგ, ბუნებრივია, თავის ქება ცოტა კომიკურია, მაგრამ ანგარიშს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ორივე თამაშში, ბურთის ფლობა იყო ჩვენი", - ამბობს სალომე ხუბულური.
მატჩების სტატისტიკის მიხედვით, ორივე ტაიშმი, საქართველოს გოგონათა ნაკრების სასარგებლოდ ბურთის ფლობა 70/30-ზე იყო. თუმცა, რამდენჯერაც ესტონელები, ჩვენს საჯარიმოზე გადმოვიდნენ, იმდენი გაგვიტანეს. ასე იყო ბულგარეთთანაც. ამ ჯგუფური ტურნირის დაწყებამდე, ჯგუფში ფავორიტებად, სწორედ, ბულგარელები ითვლებოდნენ, რომლებმაც საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მსგავსად, ესტონეთთან შეხვედრა წააგეს. აი, ჩვენთან კი, მინიმალური ანგარიშით, 0-1 გაიმარჯვეს. ეს ერთად-ერთი გოლიც, საქართველოს ნაკრების კარში, შეხვედრის 58-ე წუთზე გავიდა.

„ბურთის ფლობა, ხაზები გამოიკვეთა. ამ გოგონებთან, სამომავლოდ შეიძლება მუშაობა და დროთა განმავლობაში შედეგი, აუცილებლად მოვა. ჩვენ გოგონებს, სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. იმას გარდა, რომ ნაკრებში ბევრი ახალი ფეხბურთელია, გოგონების უმეტესობამ, საერთოდ, პირველად ითამაშა სრული 90 წუთი. ჩვენი უმთავრესი პრობლემა იყო ისიც, რომ ოქტომბრის შემდეგ, გვგქოდნა ცოტა შეკრება. რეალურად, პირველად შევიკრიბეთ და ეგრევე, ოფიციალური თამაში ვითამაშეთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბავშვებს რაც შეეძლოთ, ყველა გარემოების, მათ შორის კოვიდის ფონზე მაქსიმალურად გააკეთეს. მოახერხეს ეთამაშათ და მინდორზე, თავი არ დაზოგეს. ამისთვის მათ, დიდ მადლობას ვუხდი. გამომდინარე ყველაფრიდან, ამ თამაშების შედეგი, ლოგიკურია", - ამბობს ხუბულური.
არასაკმარისი სპარინგების გარდა, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებში, ახლაც, ისევე, როგორც ოქტომბრის შეკრებებისას, ყველაზე პრობლემური გუნდში მეკარეები და დაცვის ხაზის მოთამაშეები არიან. გოგონათა გუნდის მწვრთნელი მიიჩნევს, განსაკუთრებით ამ ასაკში, გოგონებს შეტევაში თამაში და გოლების გატანა უფრო უყვართ. მცველებად კი, გარკვეულ ასაკში, უფრო გამოცდილებისა და უნარების დაგროვების შემდეგ ყალიბდებიან.
„ოქტომბერში, არც ერთი მცველი არ მყავდა რეალურად გუნდში. უცნაურად ჟღეს და წლების მანძილზე, რაც გუნდებთან მიწევს მუშაობა, პირველად შევეჩეხე ასეთ ვითარებას, რომ საერთოდ, მცველი არ მყავდა. მომიწია ოთხი ნახევარმცველის უკან ჩამოწევა. ეს მარტივი არ არის. ბავშვები, რეალურად ნაკრების შეკრების დროს სწავლობენ დაცვაში თამაშსს. კლუბებში ყველა სხვადასხვა პოზიციაზეა და იმედია, სამომავლო, ამ თემას, კლუბებიც „დაალაგებენ". ამ ეტაპზე კი, პროფილით მცველი, ერთიც კი, არ გყვავს გუნდში. წინა ხაზი, მეტ-ნაკლებად უკეთესად გამოიყურება. ბუნებრივია, როდესაც ფეხბურთელს უვცლი პოზიციას, ცოტა უჭირს სათამაშო დისციპლინის დაცვა. ამ მხივრ, ცოტა პრობლემები გავქვს, მაგალითად, გოგონები, ხშირად არ თამაშობენ იმ პოზიციაზე, რაც ჩვენ მათთვის გვაქვს დავალებული, თუმცა, ამას დრო მოიტანს", - ამბობს სალომე ხუბულური.
საქართველოს ნაკრები ხვალ, თბილისში დაბრუნდება. მომდევნო ოფიციალურ შეხვედრებს კი, დღევანდელი მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში გამართავს. საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბი კი, იმედოვნებენ, რომ ახალი შესარჩევის წინ, გოგონებს, მინუმუმ 2 სპარინგის გამართვის შესაძლებლობა მიეცემათ.





ჩვენ








