საქართველოს ნაკრებმა მატჩებისთვის აქტიური მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებმა მატჩებისთვის აქტიური მზადება დაიწყო
23.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საერაევოში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა მარტის ამხანაგური მატჩების წინ, პირველად ივარჯიშა. ვილი სანიოლის გუნდი თითქმის მთელი შემადგენლობით შეიკრიბა. სამხრეთ კორეული „ულსან ჰიუნდაის" ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი, საწვრთნელ პროცესში, ხვალიდან, 23 მარტიდან ჩაერთვება. მანამდე კი, სკ „სარაევოს" საწვრთნელ ბაზაზე, ჩვენებმა 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშეს. გუნდთან ერთად იყო ხვიჩა კვარაცხელიაც.

„ახალ გარემოში ყოველთვის არის მღელვარების ფონი, სულ ვფიქრობდი და მინდოდა, რომ ნაკრებთან ერთად ვყოფილიყავი. ახლა მივიღე შანსი და უკვე სავარჯიშო პროცესს ვიწყებთ. ბავშვობიდან ხვიჩა კვარაცხელიასთან და ზურიკო დავითაშვილთან ერთად ვთამაშობდი და ყოველთვის სასიამოვნო იყო მათი წარმატება. მიხარია, რომ ახლა უკვე სანაკრებო გარემოში შევხვდით ერთმანეთს.ნაკრებში მეგობრული გარემოა, ფეხბურთელების უმრავლესობას ვიცნობდი და მიხარია, რომ ახლა აქ ვარ", - ამბობს მექვაბიშვილი სფფ-ს სანაკრებო გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.




შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში ერთი დებიუტანტია გამოძახებული. „დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი ანრი მექვაბიშვილმა ეროვნულ ნაკრებთან ერთად პირველად ივარჯიშა. თუმცა, გუნდში, მისთვის კარგად ნაცნობი რამდენიმე ფეხბურთელი იყო.


 „ჩვენთვის ახალი ეტაპი იწყება, ორი ამხანაგური მატჩი გვაქვს გასვლაზე. რა თქმა უნდა, მთელი აქცენტი კეთდება ივნისის თამაშებისთვის მოსამზადებლად. ნაკრებში ამხანაგური შეხვედრები არ არსებობს. ეროვნულ გუნდში ყოველთვის მოსაგებად ჩამოვდივართ, ახალი სქემების და ტაქტიკის შესამუშავებლად. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ და მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ ივნისის ოფიციალურ მატჩებს", - ამბობს ვაკო გვილია.




მარტის თამაშებისთვის სანიოლის, საერთო ჯამში 23 ფეხბურთელი ჰყავს გამოძახებული:


მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),


მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)


ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)


საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

25 მარტი - 23:45 ბოსნია და ჰერცეგოვინა - საქართველო

29 მარტი - 20:00 ალბანეთი - საქართველო


სფფ-ს ფოტოები