გუბანოვა მე-14, საფინა-ბერულავა მე-4 ადგილზე მოკლე პროგრამების შემდეგ
გუბანოვა მე-14, საფინა-ბერულავა მე-4 ადგილზე მოკლე პროგრამების შემდეგ
24.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პროგრამის დასაწყისში დაშვებული შეცდომა, ქალთა შორის ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ქართველ მოციგურავეს, ანსტასია გუბანოვას, რამდენიმე ქულად და შესაბამისად, მოკლე პროგრამის შემდეგ, რამდენიმე საფეხურით დაბალ პოზიციად დაუჯდა. თუმცა, ფრანგულ მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, მიუხედავად ამისა, გუბანოვამ, კვალიფიკაციის გადალახვა და თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.


განსხვავებით პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან, სადაც გუბანოვას ყველა სტარტი სუფთა შესრულებით იწყებოდა და ეს განწყობა, შემდეგ მთლიან გამოსვლაზეც აისახებოდა, ამჯერად, საქართველოს გუნდის წარმომადგენელს პირველივე ელემენტის (სამმაგი ფლიპი+სამმაგი ტულუპი) შესრულების დროს, არ გაუმართლა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ ფრთხი იყო მეორე ელემენტის, ორმაგი აქსელის შესრულებისას და მხოლოდ, ამის შემდეგ დაუბრუნდა, თავდაჯერება. დარჩენილი პროგრამა ნასტიამ, უნაკლოდ შეასრულა, მათ შორის, სამმაგი ლუცის ნაცვლად, სამმაგი ლუცის+სამმაგი ტულუპის კომბინაცია, რამაც პროგრამის დასაწყისში დანაკლისი ოდნავ „ამოუღო", თუმცა, ტექნიკურ ელემენტებში, საბოლოოდ, მაინც ოლიმპიური თამაშების დროს, ნაჩვენებ შედგეზე, მცირედით ნაკლები მიიღო - 33.80 (34.40 ქულა ჰქონდა ოლიმპიურ თამაშებზე), კომპონენტებისთვის  29.79 ქულა დაუწერეს მსაჯებმა, საერთო ჯამში კი, 62.59 ქულით, მოკლე პროგრამის შემდეგ, მხოლოდ მე-14 ადგილზე აღმოჩნდა.



ბუნებრივია, ოლიმპიური თამაშების შემდეგ, დიდი დრო არ არის გასული და გუბანოვაც, ქართული გუნდის სხვა სპორტსმენების მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატზე იმავე პროგრამით ასპარეზობს. მოკლე პროგრამა,  გუბანოვამ, კვლავ მირეი მატიეს ცნობილი ჰიტის Une vie d'amour თანხლებით შეასრულა. მხოლოდ, მონპელიეს სტარტამდე, მოციგურავეს, იტალიაში მწვრთნელების გარეშე მოუხდა მომზადება. მწვრთნელების გარეშე არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე წასულები გუბანოვაც და სხვა ქართველი ფიგურული მოციგურავეებიც.


იმ შემთხვევაში თუ, ორი პროგრამის ჯამში, ანასტასია ათეულში მოხვდება, 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართული გუნდი, ქალთა ერთეულთა თანრიგში ორი სპორტსმენით წარსდება. დღეს კი, გუბანოვას სათადარიგო „სკამზე", ნომინალურად, ალინა ურუშაძე ჰყავდა.


ქალთა მოკლე პროგრამის ოქმი




დღესვე, მონპელიეში, იასპარეზე კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას (შეცვლაზე ანასტასია მიტიოლკინა და დანიილ პარკმანის) წყვილმაც. სასიამოვნოა, რომ ჩვენები, ტურნირიდან ტურნირამდე უმატებენ. მოკლე პროგრამის შემდეგ, საფინა-ბერულავას წყვილმა საუკეთესო პირადი შედეგი 67.36 ქულა აჩვენა, გავიდა მე-4 ადგილზე და თავისუფალი პროგრამის წინ, საკმაოდ გამოცდილ კანადელ და გერმანელ წყვილებს გადაუსწრო.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენლები, 14 მოასპარეზე წყვილს შორის, მე-7 ნომრით გამოვიდნენ და მოკლე პროგრამის შემდეგ, წინ, მხოლოდ 3 წყვილი (2 აშშ და 1 იაპონური) გადაუშვეს. ტექკნიკური ელემენტებისთვის 36.64, კომპონენტებისთვის  30.72 ქულა მიიღეს.


მოკლე პროგრამის ოქმი

კარინა საფინასა და ლუკა ბერუკავას გამოსვლა


24 მარტს, საფინასა და ბერულავას წყვილი თავისუფალი პროგრამით წარსდება და რატომაც არა, შეეცდება მედლებისთვისაც იბრძოლოს. ამავე დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე დაიწყებს ასპარეზობას მოკლე პროგრამით მორის ყვითელაშვილი.


25 მარტს,  ყინულზე მოცეკვავეთა წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გამოვლენ რიტმულ ცეკვებში. ამავე დღეს, ქალთა შორის, თავისუფალი პროგრამით ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს.


26 მარტს , მონპელიეში ვაჟთა ერთეულთა თანრიგში და მოცეკვავე წყვილებში თავისუფალი პროგრამის დღეა. ჩვენ კი, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენები, ამ დღესაც გამოვლენ ყინულზე.


იხილეთ ჩემპიონატის კალენდარი