ქართველები მაიამიში ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველები მაიამიში ასპარეზობას აგრძელებენ
24.03.2022
ავტორი: მამუკა აფციაური

ნიკოლოზ ბასილაშვილი ორ და ეკატერინე გორგოძე  კი, მხოლოდ წყვილთა თანრიგში, MASTERS 1000 MIAMI OPEN-ზე ასპარეზობას აგრძელებენ. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს მე-20-ე ჩოგანია, „მაიამი ოუფენზე" ასპარეზობას,  პირდაპირ ძირითადი ბადედან დაიწყებს. ამასთან, ქართველი ჩოგბურთელი განთესილებს შორის მოხვდა და მე-18 ნომრად განთესილი ტურნირზე პირდაპირ, მეორე წრიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე კი, ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბისა და (39) და არგენტინელი ფედერიკო კორიას (60) შორის გამარჯვებული იქნება.


ეკატერინე გორგოძე, აღნიშნული ტურნირის ძირითად ბადეში, საკვალიფიკაციო წრიდან მოხვდა. 30 წლის ჩოგბურთელმა ორი სამსეტიანი მატჩი ჩაატარა და შემდეგ, ძირითად ბადეში იასპარეზა.  საკვალიფიკაციო წრეში მოგებული მატჩების შედეგად,  ქართველმა ჩოგბურთელმა 15 სარეიტინგო ქულაც გამოიმუშავა. ძირითად ბადეში კი, ეკატერინე გორგოძემ, უკრაინელი ანჰელინა კალინინას (51) წინააღმდეგ გამართა და სამ სეტში 2-6, 6-3, 3-6 დამარცხდა.


Miami Open -ზე ქართველი ჩოგბურთელები წყვილთა თანრიგშიც ასპარეზობენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი, სერბ ლასლო ჯერე  წყვილში, ხოლო ეკატერინე გორგოძე   ბელგიელ გრიიტ მინერთან  წყვილში, ხვალ 25 მარტს იასპარეზებენ.