
„გამარჯობა, მადლობა!"- ასე, მოკლედ მიმართა ქართველ გულშემატკივარს, ქულების გამოცხადების მოლოდინში მყოფმა, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა, რომელმაც მონპელიეში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს, მოკლე პროგრამით დაიწყო ასპარეზობა.
29 მონაწილეს შორის, მორისმა 25-ე ნომრით იასპარეზა და შასბამისად, ბოლო ჯგუფში მოუწია გამოსვლა. პირველი ელემენტი, რომელიც მორის უნდა შეესრულებინა, ორი ნახტომის კომბინაცია იყო, თუმცა, ოთხმაგი სალხოვის შესრულების შემდეგ, ქართველმა ოდნავ გამოსვლა დააგვიანა და ამით, მომდევნო ნახტომის შესრულებაში ხელი შეეშალა. შესაბამისად ქულაც, ერთი ოთხმაგი სალხოვისთვის დაეწერა. რეალურად, ეს, ყვითელაშვილის გამოსვლაში, ის გამონაკლისი ხარვეზი იყო, რომელიც შეფასებისას მაინც აისახა. თუმცა, მორისმა, ყინულზე მომენტალურად მოახერხა კონცენტრაცია და უკვე მომდევნო ნახტომი, სამმაგი აქსელი, მსუბუქად და ჩინებულად შეასრულა. კიდევ ერთ ხტომით ელემენტს, ორი ნახტომის კომბინაციას ოთხმაგი ტულუპი+სამმაგი ტულუპი, ყვითელაშვილმა, ასევე მსუბუქად და უნაკლოდ გაართვა თავი. საერთო ჯამშიც, მორისმა, კარგ სიჩქარეზე და დონეზე ისრიალა მოკლე პროგრამა და არც თუ ურიგო ქულები აიღო - ტექნიკური კუთხით 50.82, ხოლო კომპონენტებისთვის 41.79 ქულა დაიმსახურა, რამაც ჯამურად, 92.61 ქულა შეადგინა. თუმცა, ეს მის პირად რეკორდზე, რამდენიმე ქულით ნაკლები აღმოჩნდა.
ახლა, თავისუფალი პროგრამის შესრულების წინ, ქართველი მე-7 პოზიციაზეა და ევროპელებიდან მის წინ, მხოლოდ, იტალიელი დანიელ გრასლია, ევროპელებზე უკეთ კი, დღეს, მხოლოდ, იაპონელმა და ამერიკელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა იასპარეზეს. ამასთან, პირველ სამ საფეხურზე, მხოლოდ იაპონელები არიან
მამაკაცთა მოკლე პროგრამის ოფიციალური ოქმი
თავისუფალი პროგრამით მორისი 26 მარტს იასპარეზებს. დღეს კი, მონპელიეში, თავისუფალი პროგრამით, კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი გამოვა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, მეოთხე ადგილზეა.
ასევე იხილეთ: #მონპელიე2022 - დღე 1





ჩვენ








