ქალთა ლიგაში 4 გუნდი უდანაკაგოდ მიდის
ქალთა ლიგაში 4 გუნდი უდანაკაგოდ მიდის
25.03.2018
ავტორი:

საქართველოს 5 ქალაქში, ბორჯომში, ქუთაისში, ლანჩხუთში, გორსა და თბილისში, დღეს, ქვეყნის ქალთა საფეხბურთო ლიგის, მე-3 გათამაშების მე-2 ტურის მატჩები გაიმართა.  5 მატჩში, 28 გოლი გავიდა. ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისის „მართვემ",  დიდი ანგარიშით 9-1 გაანადგურა ხობის „კოლხეთი", რომელიც შეგახსენებთ, ქალთა ლიგის დებიუტანტია.

დიდი ანგარიში დაფიქსირდა გორშიც, სადაც „გორი იუნატედი", ასევე ჩემპიონატის დებიუტანტ თბილისის „ნიკეს" შეხვდა და ანგარიშით 0-7 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „ნიკე", რომელიც ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაფუძნდა, გორის ქალთა გუნდის რამდენიმე ფეხბურთელითაც არის გაძლიერებული.



„გუნდში, სერიოზული პრობლემებია.  ფაქტიურად, არ გვყავს მეკარე და ზოგადად, სულ რამდენიმე ფეხბურთელი ვართ, ვისაც სათამაშო გამოცდილება გაგვაჩნია. აქედან 4 სხვადასხვა ნაკრებებში ვთამაშობთ, ორიც გორელი გოგონაა, რომლებსაც წინა ჩემპიონატებიც აქვთ ნათამაშები. დანარჩენებმა ვარჯიში, სულ 1 თვეა რაც დაიწყეს. კლუბის ხელმძღვანელობა, სეზონის დასაწყისში გვპირდებოდა, რომ რამდენიმე ლეგიონერით გავძლიერდებოდით. თუმცა, ჯერ არავინ ჩანს, ჩემპიონატი კი უკვე დაიწყო. თუ ვითარება არ გამოსწორდა და კლუბის ხელმძღვანელობამ არ იფიქრა გუნდის გაძლიერებაზე, არაა გამორიცხული, დაშლის თემაც დადგეს. ეს თამაშიც, მხოლოდ იმიტომ ვითამაშეთ, რომ ეროვნული ნაკრების გოგოები, თინა თევდორაძე, ანა ზაქაიძე, თამრიკო კვალიშვილი და მე, ყველა საქმეს პროფესიონალურად ვუდგებით" - ამბობს სალომე ხუბულური, „გორი იუნაიტედის" მოთამაშე.

დანარჩენ სამ შეხვედრაში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:

„ხაშური" - „ნორჩი დინამო" 1-4,

„ლანჩხუთი" - „დინამო" ბათუმი 3-0,

,,თბილისის თბილისი " - „ჩხოროწყუ" 8-0

ქალთა ლიგის მომდევნო ტური 31 მარტს გაიმართება. ამ დღეს, თბილისში 2 მატჩი ჩატარდება - „ნორჩი დინამო" და „ნიკე" რომლებიც „ქუთაისის" მსგავსად 2 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობენ საშინაო შეხვედრებს ჩაატარებენ. „ნორჩი დინამო" - ქუთაისის „მართვეს" შეხვდება, „ნიკე" კი „ხაშურს" უმასპინძლებს.            

ქსკ „ჩხოროწყუ" - ქსკ „გორი იუნაიტედი"

ქსკ „კოლხეთი" -  ქსკ „ლანჩხუთი"

ქსკ დინამო ბთ - „თბილისის თბილისი"