მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი, ქართული წყვილი საუკეთესო იყო
მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი, ქართული წყვილი საუკეთესო იყო
25.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


რუსი სპორტსმენების არყოფნაში, მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში, 1979 წლის შემდეგ, როდესაც პლანეტის საუკეთესოები ტაი ბაბილონია და რანდი გარდნერი გახდენენ, ამერიკელებმა, 2022 წლის ოქროს მედლების მოგება მოახერხეს. მსოფლიოს ახალი ჩემპიონები ალექსა ნეირიმი და ბრენდონ ფრაზიერი  გახდნენ. ორი პროგრამის ჯამში, მათ, 144.21 ქულა დააგროვეს და სულ მცირე 14 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილზე გასულ იაპონურ წყვილს. მესამე ადგილი კანადელებს ერგოთ. რომლებმაც, სხვათა შორის ჩვენებს თავისუფალი პროგრამის შემდეგ გადაუსწრეს. საქართველოს წარმომადგენლები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა კი, რომლებსაც  სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდათ, მეოთხე ადგილზე გავიდნენ.


მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი, ქართული წყვილი საუკეთესო იყო მონპელიეში. პეკინის ოლიმპიურ თამაშებთან შედარებით, თავისუფალ პროგრამაში, კიდევ უფრო დახვეწილი შესრულება, რომელსაც მცირედი ხარვეზები კი, ახლდა, თუმცა, ოლიმპიური თამაშებიდან, მსოფლიოს ჩემპიონატამდე მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებულ პრობლემებსაც თუ, გავითვალისწინებთ, მაშინ, ყველაფრი გამოსწორებადია. თუმცა, ალბათ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ კვლავ იმავე კანადელების სასარგებლოდ, ჩვენები, ისევ დაჩაგრეს. ISU-ს "კარზე კაკუნი", როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს მოგვიწევს.


თავისუფალი პროგრამის შესრულების შემდეგ, ტექნიკურ ელემენტებში, ჩვენებმა, 61.25 ხოლო კომპონენტებისთვის  63.13 ქულა დაიმსახურეს, ჯამური 124.38 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავეს და საბოლოოდ, ორივე პროგრამის ჯამში, 191.74 ქულითაც ამ ჯერზე, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდნენ.


თავისუფალი პროგრამის შედეგები

საბოლოო შედეგები


ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული წყვილი, დასკვნით ჯგუფში პირველი გამოვიდა და მათ შემდეგ, კიდევ 3 წყვილი ასპარეზობდა. აქედან, ერთ წყვილს, ამერიკელებს (Ashley CAIN-GRIBBLE / Timothy LEDUC), რომლებსაც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე პოზიცია ჰქონდათ, პარტნიორის ტრავმის გამო, ასპარეზობის შეწყვეტა მოუხდათ. გმოცდილი ეშლი ჩეინ-გრიბილი, ზედიზედ მესამე დაცემის შემდეგ, ყინულიდან ვეღარ ადგა და ის საკაცით გაიყვანეს.




ხვალ, მონპელიეში ასპარეზობას მარია კაზაკოვა და გიორგი რევია დაიწყებენ. ანასტასია გუბანოვა კი, თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს და მედლებისთვის ბრძოლას შეეცდება.

ასევე იხილეთ: #მონპელიე2022 - დღე 1

#მონპელიე დღე 2-1