
2022 წლის პირველ ამხანაგირ მატჩამდე, სარაევოში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს, სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ და გურამ კაშიამ კი, ბოსნია-ჰერცოგოვინას მატჩამდე, ფორმატით გათვალისწინებულ პრეს-კონფერენციაზე, მასპინძელი ქვეყნის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
„მეტოქეს ცნობილი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს საინტერესო მატჩია ჩვენთვის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს", - ამბობს გურამ კაშია, რომელსაც გუნდიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ, კაპიტნის სამკლაური ჩააბარეს.
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს, ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. მატჩი რომელიც ხვალ, 25 მარტს გაიმართება, ქალაქ ჟენიცაში ჩატარდება. „ბილინო პოლეს" სტადიონი, 15,292 გულშემატკივარს იტევს. დიდ ალბათობით, სარაევოდან 2 საათის საავტომობილო სავალში მყოფ პატარა ქალაქში, სანაკრებო ფეხბურთს მონატრებული გულშემატკივარი, ალბათ მივა.

„ჩვენი მეტოქე კარგი გუნდია. ბოლო 20 წელია ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ძალიან კარგ ევროპულ კლუბებში თამაშობენ. ბოსნია-ჰერცეგოვინა ყოველთვის ძლიერი მოწინააღმდეგეა, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან მარტის სანაკრებო ფანჯრის დროს, სხვადასხვა მიზეზის გამო, რამდენიმე ფეხბურთელი დაგვაკლდა. გვყავს ახალი მოთამაშეები, თუმცა, ეს ბუნებრივი მდგომარეობაა ეროვნული ნაკრებისთვის. გარანტირებული ადგილი არავის აქვს და ყველა მოთამაშემ უნდა იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის. რაც უფრო მეტი ფეხბურთელი მყავს, უფრო ფართო არჩევანის საშუალება მეძლევა და ეს პოზიტიურია. ასე რომ, მოუთმელნად ველი ხვალინდელ შეხვედრას იმის სანახავად, თუ როგორ წარმოაჩენენ თავს ახალი, ან ჩემი კაპიტნის მსგავსად, გამოცდილი მოთამაშეები", - ამობობს ვილი სანიოლი.
2022 წლის პირველი თამაშისთვის, ვილი სანიოლის გუნდში დღეს, ვაკო ყაზაიშვიმაც ივარჯიშა. სარაევოში გამართული ვარჯიშებისას, დროის დიდი ნაწილი გუნდმა, ტაქტიკურ ვარჯიშებს დაუთმო.
„ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს ამხანაგურ შეხვედრებში. ვფიქრობ, რომ თითქმის იგივე დონის გუნდები არიან, რაც ჯგუფში გვეყოლება ერთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მოგება გვსურს, მაგრამ ამხანაგური თამაშებია და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რისი ჩვენებაც ოფიციალურ მატჩებში გვინდა. გუნდში რამდენიმე ახალი სახეა, რასაც მივესალმები. ალბათ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი და ჩვენც უფრო უნდა გამოვასწოროთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ის მატჩები, გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ ის სისტემა, რაზეც ახლა ვმუშაობთ", - ამბობს კაშია.
სანიოლიმ, რომელმაც ეროვნული ნაკრები გასული წლოს, მარტში ჩაიბარა, დღეს ამბობს, რომ მაშინ, გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება მოუხდა. უკანასკნელი 3-4 თამაში კი, სანიოლის აზრით, საკმაოდ კარგი იყო.

„კარგი ბალანსი ვიპოვეთ დაცვაში თამაშსა და ბურთით თამაშს შორის. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც ჩვენს გუნდს გააუმჯობესებს. თუმცა, ზოგჯერ მოსაზრებები და ის, თუ რისი გაკეთება შეუძლია ან სურს გუნდს, განსხვავებულია. როგორც ვთქვი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გუნდი უკეთესი გახდეს. ეს ჩემი ყველაზე დიდი სურვილია საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. სწორ გზაზე ვართ და ორი ამხანაგური მატჩი სწორედ ოფიციალური შეხვედრისთვის მომზადებაში დაგვეხმარება.
ჩემმა ფეხბურთელებმა იციან, რომ უფრო მეტად ვარ ფოკუსირებული იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, ვიდრე შედეგზე. შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ზოგჯერ მსაჯის გადაწყვეტილებაზე, ტრავმებზე, წითელ ბარათზე... მოედანზე შეიძლება ბევრი რამ მოხდეს. ასე რომ, საუკეთესო გზა შედეგის მისაღწევად არის ფოკუსირება იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს", - ამბობს სანიოლი.
25 მარტს, შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ს ფოტოები





ჩვენ








