ჩრდ. მაკედონიამ ამჯერად, პალერმოში, აცრემლებული იტალიელები დატოვა
ჩრდ. მაკედონიამ ამჯერად, პალერმოში, აცრემლებული იტალიელები დატოვა
25.03.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები არ იქნება. სკუადრა აძურა, ისტორიაში მეორედ მუნდიალის მიღმა რჩება. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ეს, ზედიზედ, მეორედ ხდება. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დღეს, შესარჩევი ფლეი-ოფი მატჩი, იმ ჩრდილოეთ მაკედონიასტან წააგო 0-1, რომელმაც, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა საქართველო ეროვნულ ნაკრებს 2020 წელს ცოტა ხნით გადაუვადა.

1/2 ფინალური მატჩებიდან, იტალიის გარდა, დღეს საღამოს, ასპარეზობას, ავსტრიის, ჩეხეთისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები გამოეთიშნენ.


იტალია - ჩრდ. მაკედონია 0-1

უელსი - ავსტრია 2-1

შვედეთი - ჩეხეთი 1-0

პორტუგალია - თურქეთი 3-1


კიდევ ერთი წყვილის თამაში, შოტლანდიისა და უკრაინის ნაკრებებს შორის გადატანილია. უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო კი, რუსეთ-პოლინეთის წყვილში, რუსეთს, ასპარეზობის უფლება ჩამოერთვა, პოლონეთი კი, ფინალში, შვედეთ დაუპირისპირდება.




ევროპიდან, ბოლო 3 საგზურის ფინალებში, გუნდები, ასე დაწყვილდნენ:

უელსი -  შოტლანდია/უკრაინა

პორტუგალია - ჩრდ. მაკედონია

პოლონეთი - შვედეთი


შეგახსენებთ, რომ ევროპის ზონიდან 10 ფინალისტი უკვე კარგა ხანია ცნობილია - სერბეთი, ესპანეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, ბელგია, დანია, ნიდერლანდები, ხორვატია, ინგლისი, გერმანია. ეს ის, გუნდები არიან, რომლებმაც, ევრო-საკვალიფიკაციო ჯგუფებში პირველი ადგილები დაიკავეს.



დოტო: @UEFA