
მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს, სპორტულ ცეკვებში პირველი საშეჯიბრო დღე იყო. მონაწილეთა შორის კი, ჩვენი, საქართველოს წარმომადგენლები მარია კაზაკოვა და გიორგი რევიაც იყვნენ.
ვიდრე უშუალოდ, შეჯიბრის შედეგებს გაგაცნობთ, პირადად ჩემი, სპორტული ჟურნალისტის, AIPS-ის წევრის პირადი მოასაზრება და ალბათ, პოზიციაც მინდა დავაფიქსირო. მიმაჩნია, რომ ISU Figure Skating-ი, ფიგურული ციგურაობის მიმართულებით, არის ყველაზე კორუმპირებული, მიკერძოვებული და კლიშეებში ჩამჯდარი, ბოღმა ორგანიზაცია. ორგანიზაცია, რომელიც განსხვავებით სხვა საერთაშორისო ფედერაციებისგან, წლებია არ ვითარდება, არ ცდილობს სახეობა რამდენიმე, მათ მიერ ჩაბჟირებამდე აღიარებული ქვეყნების საზღვრებს მიღმა დაინახოს და გახადოს პოპულარული, მასობრივი. ფედერაცია, რომელიც წლებია „ძლიერს" ემონება ან პოლიტიკურად, ერთ ადგილს ათამაშებს, დროის და სიტუაციის შესაფერისად! ძირითადად ეს, რუსეთის მიმართ გამორჩეული ზედმეტი ყურადღებასა და სიყვარულში აისახეობა, თუმცა, უკრაინის მიმართ ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, ახლა ეს ტენდენცია, ამ კონკრეტულ ფედერაციაში სარკისებურად შემოატრიალეს. თუმცა, პატარა და თუნდაც, ევროპაში შედარებით სუსტი და ინერტული დიასპორის მქონე ქვეყნებისთვის, როგორ ჩანს, ფიგურული ციგურაობის „ღმერთები" ადგილს ვერ, ან უფრო, არ ხედავენ! აი, „მოშორებითაც" ვერ იშორებენ...
დიახ, გასხვავებით სპორტის სხვა სახეობების საერთაშორისო ფედერაციებიდან ესენი საკუთარ „ოთახში" არიან ჩაკეტილები და როგორც ჩანს, „კარზე კაკუნი" დიდხანს მოგვიწევს. ამასობაში, უკრაინამ კი არ „დააკაკუნა", პირდაპირ „დააბრახუნა" მსოფლიო ჩემპიონატზე. საომარ ვითარებაში მყოფი სპორტსმენები, ტრადიციული კოსტიუმების ნაცვლად, უკრაინის დროშის ფერების მაისურებით ასპარეზობენ. ამ ომს, ჩვენი მეგობარი უკრაინელები, ფაქტია, რომ მონპელიეში იგებენ!

აქვე შეგახსენებთ, რომ ტურნირზე დასჯილები არინ და არ მონაწილეობენ რუსეთისა და ბელარუსის წარმომადგენლები. აი, ჩინეთმა კი, „შატალოზე" წასვლა გადაწყვიტა და მსოფლიოს ჩემპიონატში არ მონაწილეობს.
რაც შეეხება თავად დღევანდე ასპარეზობას რიტმულ ცეკვებში, 26 ქვეყნის წარმომადგენლებს და საერთო ჯამში, 31 მონაწილეს შორის, ქართველებმა სტარტი მე-17 ნომრით აიღეს და პირველი პროგრამის შემდეგ, მე-17 ადგილი დაიკავეს. ამ შედეგით, კაზაკოვა-რევიას წყვილმა, კვალიფიკაცია გაიარა და ხვალ, 26 მარტს შეეცდება თავისუფალ პროგრამაში, სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სპორტის ამ ლამაზი სახეობის მოყვარულებს, შეგახსენებთ, რომ მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილს, გიორგის ტრავმის გამო, თითქმის წელი გაუცდათ და პირველი შეჯიბრი, სადაც მათ ასპარეზობა განაახლეს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები იყო. შესაბამისად, შეჯიბრიდან შეჯიბრამდე, ქართულ წყვილს პროგრესი კი, უკვე, ემჩნევა, თუმცა, მსაჯები, ამ გარემოებას ჯერ არ იმჩნევენ. კაზაკოვა-რევიას წყვილმა, ტექნიკური ელემენტების შეფასებისას 37.02 ქულა მიიღო, აი, იქ კი, სადაც უფრო მეტად შეუძლიათ მსაჯებს „აწყვეტა" - კომპონენტებში, ძალიან დაბალი ქულა 29.74 დაუწერეს. საბოლოოდ, ჩვენები, თავისუფალი პროგრამის წინ, 66.76 ქულით, მე-17 ადგილს დასჯერდნენ.

დღევანდელი დღის შედეგების საბოლოო ცხრილი
დღესვე, რამდენიმე საათში, მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდება. ქალთა ერთაულთა თანრიგში თავისუფალ პროგრამაში ანასტასია გუბანოვა იასპარეზებს. მოკლე პროგრამის შემდეგ, ნასტია მე-15 ადგილზე აღმოჩნდა და ახლა, მეორე ჯგუფში იასპარეზებს.
ასევე იხილეთ:





ჩვენ








