
მომენტი, როდესაც სპორტსმენი ხვდება, რომ ყველა რთული ელემენტი შესრულებულია და დარჩა მხოლოდ, რამდენიმე სავალდებულო ელემენტი, რომელმაც მისი გამოსვლა, უბრალოდ, უნდა შეავსოს. ეს მომენტი, დღეს მონპელიეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ფიგურული ციგურაობის ქართული გუნდის წარმომადგენელმა, ქალთა ერთეულთა თანრიგში, ანასტასია გუბანოვამ მე-11 ნახტომის (აქედან: 3 ლუცსი+3 ტულუპი, 2 აქსელი, 3 სალხოვი, 3 ლუუპ, 3 ფლიპი+3 ტულუპი, 3 ფლიპი+2ტულუპი+2ტულუპი, 2 აქესლი) შემდეგ იგრძნო და ტრადიციულად აღნიშნა.
განსხვავებით მოკლე პროგრამისგან, როდესაც დასაწყიში დაშვებული შეცდომა, მე-14 ადგილად დაუჯდა, დღეს გუბანოვა იყო უფრო მობილიზებული, თავდაჯერებული და რაც მთავარია მშვიდი. სწორედ, ამ სიმშვიდის წყალობით, თავისუფალი პროგრამის შესრულების დროს, ჩვენმა მოციგურავემ მოახერხა ეზრუნა ყველა ნაბიჯზე, ყველა ბრუნზე, დაშვებაზე. ეცადა, ყველა მოძრაობა, მუსიკასთან სრულად სინთეზში ყოფილიყო. პირადად ჩვენი მოსაზრებით, მას ეს გამოუვიდა. ტექნიკურ ელემენტებში, ანასტასია გუბანოვამ, რომელიც ყინულზე მე-2 ჯგუფში მე-11 ნომრით გამოვიდა, 70.92 ქულა აიღო და ბოლო ოთხ გამომსვლელამდე (სულ მისი გამოსვლის შემდეგ, 13 იყო დარჩენილი), ტექნუკურ პანელს მისი შედეგი, ჰქონდა ორიენტირად. აი, კომპონენტებში კი, ნასტიამ 63.10 ქულა დაიმსახურა და 134.02 ქულით, თავისუფალ პროგრამაში მე-5 პოზიცია დაიკავა (მეორე იყო ევროპის წარმომადგენელთა შორის). თუმცა, ორი პროგრამის ჯამში, 196.61 ქულით, ის, საბოლოოდ მე-6 პოზიციას დასჯერდა.

თავისუფალი პროგრამის საბოლოო ცხრილი
საბოლოო შედეგები
აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენლებიდან მსოფლიო ჩემპიონატებზე, დღემდე, საუკეთესო შედეგი, მე-10 ადგილი ელენე გედევანიშვილს ეკუთვნოდა. 2022 წლის პირველობაზე კი, ანასტასია გუბანოვამ, საქართველოსთვის, ქალთა ერთეულთა თანრიგში, ახალი რეკორდი დაამყარა და ამას, გარდა, მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქალთა ერთეულთა თანრიგში კიდევ ერთი სპორტსმენისთვის საგზური მოიპოვა.
სხვათა შორის, ერთი დღით ადრე, სპორტულ წყვილებში, კარინა საფინასა და ლაშა ბერულავას წყვილმა, იმას გარდა, რომ ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში, საუკეთესო შედეგი, მე-4 ადგილი დაიკავეს (და სულ მცირედი დააკლდათ ბრინჯაოს მედლამდე), მათ მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, კიდევ ერთ ქართულ წყვილს დაუბევეს ადგილი.
რაც შეეხება დღევანელ დღეს, ქალთა ერთეულთა თანრიგში, ოქროს მედლის მფლობელი, კაორი საკამოტო (იაპონია) გახდა. ვერცხლის მედალი ლეონა ჰენდრიქს ხვდა წილად ბელგიიდან, მესამე კი, აშშ-ს წარმომადგენელი, ალისა ლიუ იყო.
ხვალ, მონპელიეში, მედლების კიდევ ორი კომპლექტი გათამაშდება. ვაჟთა ერთეულთა თანრიგში, თავისუფალი პროგრამით მორის ყვითელაშვილი, სპორტულ ცეკვებში კი, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი იასპარეზებენ.
ასევე იხილეთ:





ჩვენ








